მიმოხილვა

ის, რაც კონკურენტებმა არ დაინახეს

927views

ეპლის 2 ივნისის პრეზენტაციას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.  ეპლის მომხრეთა რიგებში პოზიტიური, ხოლო “მოწინააღმდეგეთა” რიგებში უმეტესწილად ნეგატიური, სადაც ეპლს ტრადიციულად საუკუნო ჩამორჩენიდან დაწყებული, iOS-ის სისტემის ფერის სქემის კონკურენტებიდან კოპირებით დამთავრებული, ყველაფერი დააბრალეს.  მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ბრალდება სამართლიანია (მაგალითად iOS-ში რამოდენიმე ისეთი ფუნქციის დამატება, რომლებიც კონკურენტებს უკვე ჰქონდათ), დანარჩენ შემთხვევებში ეპლის სიახლეების კრიტიკა საფუძველს იყო მოკლებული. ერთ-ერთი ასეთი წერილი გამოაქვეყნა ქართულმა ტექნოლოგიურმა ბლოგმა MSchannel-მა, რომელიც ძირითადად მაიკროსოფტის და მისი პროდუქტების მიმოხილვით და ახალი ამბების გაშუქებით არის დაკავებული. მე შეგნებულად ავუვლი გვერდს საოპერაციო სისტემების და ჰარდვერების ისტორიას, შედარებას და შევეხები სტატიაში გამოთქმულ კრიტიკულ მომენტებს.

MSchannel თავის სტატიაში წერს:

თუმცა იგივე ის სინქრონიზაცია კომპიუტერსა და სმარტფონს ან პლანშეტს შორის, იგივე რედაქტორები, იგივე ჯანმრთელობის აპლიკაციები (აი ამ მხრივ დაიხვეწა გარე აპლიკაციების მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა) აქვს ბევრს. ფაქტიურად ინოვაციებიდან ჩვენ ვიხილეთ მხოლოდ ახალი პროგრამირების ენა “Swift”, ის, რაც ცოტა ზემოთ აღვნიშნეთ და კიდევ 1-2 ახალი შესაძლებლობა თამაშების დეველოპერებისთვის.

Swift  საშუალებას მისცემს დეველოპერებს საკუთარი კოდი უფრო ადვილად წერონ და ტესტონ, შეამცირონ კოდის წერის დრო და რაც მთავარია, დამწყებ დეველოპერებს გაუადვილოს სწავლის პროცესი. ამას დამატებული ეპლის მკაცრი წესები ეპსტორში აპლიკაციების მიღებისა და აღმოჩნდება, რომ კონკურენტებისგან საკმაოდ წინ წასული ეპსტორი კიდევ უფრო გამდიდრდება ბევრი და უფრო ხარისხიანი აპლიკაციებით, რასაც წლებია უშედეგოდ ცდილობს გუგლი და რომელსაც ძალიან ბევრით ჩამორჩება მაიკროსოფტი.
1-2 ახალი შესაძლებლობა, ანუ Metal API დეველოპერებს გაცილებით უკეთეს წვდომას და კონტროლს აძლევს iOS მოწყობილობების გრაფიკულ ჩიპსეტზე, რაც თავისთავად აისახება ბევრად უკეთესი გრაფიკის მქონე თამაშებში და აპლიკაციებში.  ხოლო თუ რა მნიშვნელობა აქვს თამაშებს: 2013 წელს მარტო iOS თამაშებში დახარჯული ფული უფრო მეტი იყო, ვიდრე გუგლ პლეიში და სხვა პორტატულ თამაშებში (Nintendo DS და ა.შ.) დახარჯული ერთად.  

MSchannel-ის შემდეგი რეპლიკა:

საოცრება იყო ასევე, როდესაც კრეიგმა დაიწყო შედარება იმისა, თუ რამდენი ადამიანი განახლდა ახალ საოპერაციო სისტემაზე Windows 8-ის (WindowsXP,7>>Windows8 )და MacOS Maverick-ის შემთხვევაში. საოცრება მდგომარეობდა იმაში, რომ იქ ნახსენები მხოლოდ პროცენტები რეალულარ არაფრის მთქმელი იყოს მაშინ, როდესაც მსოფლიო კომპიუტერების თითქმის 90%-ს Windows-ი იკავებს.

პროცენტები ყოველთვის რაღაცის მთქმელია. 2013 წელს გამოშვებულ მევრიკსზე ეპლის კომპიუტერების 51% მუშაობს. შესაბამისად მაკის მომხმარებლების 51%-ს აქვს წვდომა ეპლის უახლეს ფუნქციებთან და სერვისებთან, მაშინ როცა ვინდოუსის მომხმარებლების მხოლოდ 14% სარგებლობს მაიკროსოფტის უახლესი სერვისებით. ეს კი თავის მხრივ განსაზღვრავს ინოვაციის იმ ტემპებს, რაც ამ ორ კომპანიას აქვს. ახალი სისტემების მაღალი ადაპტაციის ტემპი ეპლს საშუალებას აძლევს ყოველ წელს განაახლოს თავისი საოპერაციო სისტემა ახალი სერვისებით და ფუნქციებით, ხოლო მაიკროსოფტი კი საგრძნობლად ჩამორჩება ამ საკითხში, რაც არ უნდა რევოლუციური იდეები ჰქონდეთ რედმონდის ლაბორატორიებში.

MSchannel:

Apple-ის Spotlight განახლებაში თქვენ შეძლებთ ძიების ინტერნეტში გაგრძელებას. Google-ის Android სისტემაში ეს შესაძლებლობა დიდიხანია რეალიზებული.

სპოტლაითი iOS 6-ში.

MSchannel:

განახლებული სისტემით, iPhone-ის ყველა სურათი iCloud-თან იქნება სინქრონიზირებული. Android-ის ბაზაზე სმარტფონები კი ამას უკვე დიდიხანია აკეთებენ Google+-ის მეშვეობით, თანაც, განსხვავებით Apple-სგან, Google თქვენ ამისათვის შეუზღუდავ მოცულობას გაძლევთ. (OneDrive-იც სარგებლობს იგივე შესაძლებლობებით, სადაც თქვენ დაგხვდებათ 10 გბ, Apple-ის 5 გბ-ს ნაცვლად).

ავტომატურად სურათების ქლაუდზე სინქრონიზაცია iOS 7-ში  უკვე არის და მას სახელად PhotoStream ჰქვია, რომელიც OSX-ში iPhoto-თან, Apple TV-თან,  ხოლო ვინდოუსში Picasa-სთან სინქრონიზირდება. iOS 8-ში კი მისი ინტეგრაცია გაცილებით შეუმჩნეველი და სტანდარტული რეჟიმი ხდება.

MSchannel:

iCloud არის ღრუბლოვანი ონლაინ საცავი Mac, iPhone, iPad და Windows კომპიუტერებისთვისაც კი. ის არის DropBox-ის და Google Drive-ის თითქმის სრული ასლი.

სინამდვილეში კი dropbox, box, google drive, OneDrive და სხვა ქლაუდ სერვისების მუზა არის ეპლის ყოფილი ინტერნეტ დრაივი – iDisk, რომელიც  OSX-ში პირველად გამოჩნდა 2003 წელს და რომლის ახალი სახელი iCloud არის. გარდა მაკის დისკის შიგთავსის სრული სინქრონიზაციისა, მის iOS ვერსიას ჯერ კიდევ iOS 4-ში (2010 წელს)  შეეძლო ქლაუდიდან მუსიკის სტრიმინგი ფონურ რეჟიმში:

MSchannel:

iMessage გაძლევთ საშუალებას გააგზავნოთ აუდიო-ვიდეოკლიპები, რაც უკვე არის WhatsApp-სა და SnapChat-ში.

დიახ, მაგრამ არც ერთი მსგავსი სერვისი არ იძლევა სმს-ის და ინტერნეტ მესიჯის ინტეგრაციას ერთ აპლიკაციაში და რის გამეორებაშიც გუგლს დასჭირდა რამოდენიმე წელი, რათა სმს-ის და გუგლ ჰენგაუტის სრული ინტეგრაცია მოეხდინა და რომელიც დღემდე ვერ შეძლო მაიკროსოფტმა.  აიმესიჯი ამ მიმართულებით ბრწყინავდა, როცა სმს-ის ან მესიჯის გასაგზავნად 2 სხვადასხვა აპლიკაციის გაშვება არ იყო საჭირო.

ამგვარად, საფუძვლიანი შენიშვნის ადრესატად რჩებიან iOS ვიჯეტები და კლავიატურა, რომელსაც ასევე ვეთანხმები და რომელიც ეპლის უცნაური პოლიტიკის გამო კონკურენტებთან შედარებით მოუქნელ ფუნქციებს წარმოადგენდნენ.

პ.ს. რაც შეეხება დეკსტოპ ვიჯეტებს: ისინი OSX-ში პირველად გამოჩნდნენ 2005 წელს 10.4 Tiger-ის დეშბორდში, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი ვინდოუს ვისტაში, სახელად Gadgets.

Widgets =/= Gadgets.

მომავალ WWDC-მდე 🙂

Comments

comments

2 Comments

  1. “Metal API დეველოპერებს გაცილებით უკეთეს წვდომას და კონტროლს აძლევს iOS მოწყობილობების გრაფიკულ ჩიპსეტზე, რაც თავისთავად აისახება ბევრად უკეთესი გრაფიკის მქონე თამაშებში და აპლიკაციებში”–პროგრამირებაში ვერ ვერკვევი, მაგრამ Android ღია კოდისმქონე სისტემაა, + OEM მწარმოებლები თავისი ჩიპების სრულ დოკუმენტაციას ავრცელებენ, რაც აადვილებს აპლიკაციის კოდზე მუშაობას და წვდომას რესურსებზე, არის ასევე დამოუკიდებელი მწარმოებლების დაწერილი OpenGL დრაივერები, რომლებიც აუმობესებს გრაფიკას და ზოგადად გამოსახულებას, ასე რომ არა მგონია აქ iOS-ს ქონდეს დიდი პლიუსი

    “2013 წელს მარტო iOS თამაშებში დახარჯული ფული უფრო მეტი იყო, ვიდრე გუგლ პლეიში და სხვა პორტატულ თამაშებში”- პორტატულებს რომ შევეშვათ (მათი გაყიდვების რიცხვი გაცილებით მცირეა ვიდრე სმარტფონების) უფრო მეტი ფულის დახარჯვა უფრო მეტი ფასიანი და უფრო ძვირი აპლიკაციებითაა მგონი გამოწვეული

    “Swift საშუალებას მისცემს დეველოპერებს საკუთარი კოდი უფრო ადვილად წერონ და ტესტონ, შეამცირონ კოდის წერის დრო და რაც მთავარია, დამწყებ დეველოპერებს გაუადვილოს სწავლის პროცესი. ამას დამატებული ეპლის მკაცრი წესები ეპსტორში აპლიკაციების მიღებისა და აღმოჩნდება, რომ კონკურენტებისგან საკმაოდ წინ წასული ეპსტორი კიდევ უფრო გამდიდრდება ბევრი და უფრო ხარისხიანი აპლიკაციებით”–იმედია მკაცრ წესებს არ შეარბილებენ,თორემ ნაქები ხარისხი დაიკარგება, ისე კარგი იქნებოდა AppStore-ში აპლიკაციების გაიაფებაზე და უფასო აპლიკაციების რიცხვის გაზრდაზე ეზრუნათ

    ვიჯეტებს რაც შეეხება iOS-ში მხოლოდ Notification Drawer-ში ჩანს (მგონი ასე ქვია ხო iOS-შიც) ხოლო პირდაპირ HomeScreen-ზე ვიჯეტები არც ახალ ვერსიაში არ იქნება

    ღრუბლოვანი საცავი კი მართლა iOS-ის ჯობია ზომაში რომ არ იყოს შეზღუდვა, Google-ს ძალით შემოტენილი Google+ ნერვებს მიშლის, თან ძალიან ნელა მუშაობს (შეიძლება ჩემთან, მაგრამ საერთოდ გავთიშე ისე გამაწამა) Drive რომ ყოფილიყო მარტო ბევრად აჯობებდა, ხოლო Dropbox კიდევ მულტიპლათფორმულია, უბრალოდ ბევრი OEM მწარმოებელი აყოლებს პრემიუმ სივრცით თავის ტელეფონებს, რაც ძალიან მოსახერხებელია ფაილების სინქრონიზაციისთვის სხვადასხვა პლათფორმებს შორის

    მულტიმედია მესიჯები არც ისე აქტიურია დღევანდელ დღეს, ერთ აპში იქნება თუ ცალ–ცალკე, უმრავლესობა მაინც Viber, Whatsapp და Skype-ს იყენებს რომლებიც მულტიპლათფორმულებია, iMessage კი მხოლოდ iPhone-ს მომხმარებლებს შორის დარჩება (როორც Facetime იყო)

    1. iMessage მუშაობს iOS-სა და OSX-ს შორის, ანუ საკმარისია ეპლის რომელიმე გაჯეტი და უკვე აიმესიჯის მომხმარებელი ხდები, მარტო აიფონით არ ხარ შეზღუდული. სხვა პლატფორმებთან საურთიერთოდ რა თქმა უნდა კროსმესენჯერი გინდა რომელიმე.

      iOS-ს გეიმინგს რაც შეეხება, მიუხედავად აიოესის “ჩაკეტილობისა”, ჰაი ენდ თამაშები უფრო უკეთესად მიდის. მეტალის შემდეგ კი დრამატულად გაუმჯობესდება.

      https://www.youtube.com/watch?v=n511aWfNCgY

Leave a Response