ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1999 წლის 30 მაისი

122views

მარაზიათ ქსელ Sears-ში გაყიდულ მაკებს ერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდათ — ჩვენ ამას დავარქმევდით „უპატრონობას“. ვინაიდან Sears ძირითადში Windows-კომპიუტერებს ყიდდა, ცოტას თუ აინტერესებდა მაკების მდგომარეობა მას შემდეგ, რაც მაღაზიის ურიცხვი კლიენტი ამ კომპიუტერზე მუშაობას ცდილობდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, Windows-ზე ორიენტირებულმა კონსულტანტებმა უბრალოდ არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, რომ მაკიდან ამოეშალათ მომხმარებლების „ნაჩალიჩარი“ და ასევე არ ეხერხებოდათ პოტენციური კლიენტისათვის მაკის ყველა შესაძლებლობის დემონსტრირება.

ზოგიერთი მაკ-მომხმარებელი ხანდახან ნაბეყოფლობით მოდიოდა მაღაზიაში და მაკებს სასაქონლო სახეს უბრუნებდნენ. საბოლოოდ Apple-მა გადაწყვიტა, რომ ენთუზიასთების მონდომება უნდა ანაზღაურებულიყო. შემუშავდა სპეციალური პროგრამა.

ის ასე მუშაობდა: ენთუზიასტი მოდიოდა Sears-ში კვირაში ერთხელ, მოჰქონდა სარეკლამო მასალები მომხმარებლებისათვის, მწყობრში მოყავდა მაკები და აყენებდა სხვადასხვა პროგრამების დემო-ვერსიებს. სანაცვლოდ მას 19 დოლარს უხდიდნენ. ცოტაა, მაგრამ იმაზე მეტი, ვიდრე სისხლის დონორობისთვის იხდინენ იმ დროს.

ამ დღეს, 1999 წლის 30 მაისს დაანოსნდა ენთუზიასტების წახალისების პროგრამა. თუმცა მან მცირე ხნით იარსება.

Comments

comments

Leave a Response