1980 წლის დეკემბერში Apple ატარებს აქციების პირველად განთავსებას (IPO) და ხდება საჯარო კომპანია. თუ თქვენ იყავით კომპანიის თანამშრომელი დაფუძნების დღიდან, სრულიად შესაძლებელია, რომ მილიონერი გამხდარიყავით ამის შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ Apple-ის თანამშრომელთა უმრავლესობისათვის, მილიონერი მხოლოდ სამიოდე ათეული გახდა.
მათ შორის, ვინც კომპანიას ძალიან ბევრი რამ შესძინა, ხოლო სანაცვლოდ პრაქტიკულად არაფერი არ მიუღია, იყო Apple-ის ერთ-ერთი პირველი თანაშრომელი დენიელ კოტკე (Daniel Kottke). ის სტივ ჯობსის მეგობარი იყო ჯერ კიდევ კომპანიის დაარსებამდე. „სულიერი გასხივოსნების ძებნაში“ მათ ერთად იმოგზაურეს ინდოეთში. დენიელმა და სტივ ვოზნიაკმა ავტოფარეხში ააწყვეს Apple-ის პირველი კომპიუტერი. და ის იღებდა მონაწილეობას Apple II-ის, Apple III-ის და Macintosh-ის შექმნაში.
მაგრამ როდესაც დენილემა ჰკითხა ჯობსს აზრი იმის შესახებ, თუ რამდენ აქციას მიიღებდა, მიიღო პასუხი: „შესანიშნავია! მე მოგცემ ნოლს!“ («Great, I’ll give zero»).
აქციების გარეშე დარჩნენ არა მარტო Apple-ის თანამშრომლები. მასაჩუსეტსის შტატის მაცხოვრებლები ძალიან უკმაყოფილო დარჩნენ იმით, რომ ვერ შეძლეს კომპანიის აქციების შეძენა. ამის მიზეზი იყო შტატის კანონი, რომელიც კრძალავდა აქციების შეთავაზებას, რომელთა ღირებულება 20-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მოგება.
ამ დღეს, 1981 წლის 27 მაისს, Apple-ის აქციების მეორე ტრანშის განთავსების შემდეგ, შტატის მაცხოვრებელთა უკმაყოფილება აღმოფხვრილ იქნა.