Macintosh-კომპიუტერის დედა-პლატის სულ პირველი პროტოტიპი, ხელით აწყობილი, ინჟინერმა ბარელ სმიტმა (Burrell Smith) შექმნა. მიუხედავად ულამაზო შესახედაობისა, ის მუშაობდა.
ხელით პლატის შექმნა — ფრიად შრომატევადი სამუშაოა და რათქმაუნდა არ გამოდგება მასიური წარმოებისათვის. ბარელ სმიტმა და კოლეტ ასკლენდმა (Collette Askeland), რომელთაც ხუმრობით Burrell Smithand Collette უწოდებნენ, დაიწყეს სამრეწველო წარმოებისათვის გამოსადეგი პლატის შექმნა. გარკვეული დროის შემდეგ პლატა მზად იყო და ის წარმოებაში ჩაეშვა.
ამ დღეს, 1981 წლის 25 მაისს ამუშავდა Macintosh-ის პირველი საცდელი დედა-დაფა.