ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1985 წლის 24 მაისი

362views

პრეზიდენტმა ჯონ სკალიმ მიიღო ნებართვა დირექოტრთა საბჭოსგან ჯობსის გადაყენებაზე. მაგრამ რატომღაც არ ჩქარობდა ამის გაკეთებას.

ამასობაში ჯობსმა დაიწყო მოლაპარაკება კომპანიის ხელმძღვანელებთან ჯონ სკალის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენების თაობაზე. ბოლო, ვისაც ესაუბრა ჯობსი ამ თემაზე, იყო აღმასრულებელი დირექტორი ჟან ლუი გასიე (Jean-Louis Gassée).

ჯობსთან საუბრისთანავე გასიემ შეატყობინა სკალის, რომელიც ჩინეთში გამგზავრებას აპირებდა, აჯანყების შესახებ.

სკალი იმავწუთას შეტევაზე გადავიდა. მან მოიწვია კომპანიის ხელმძღვანელთა თათბირი, რომელზეც ჯობსს დაუსვეს პირდაპირი კითხვა მოარული ჭორების შესახებ. სტივმა მაშინ უპასუხა:

I think you’re bad for Apple and I think you’re the wrong person to run this company.

მე ვფიქრობ, რომ შენ ზედმეტად ცუდი ხარ Apple-ისთვის და არ ვარგიხარ კომპანიის მმართველობისათვის.

მაშინ სკალიმ სთხოვა დამსწრეებს გაეკეთებინათ არცევანი მასსა და ჯობსს შორის. ერთხმად ყველა სკალის მხარეზე დადგა.

ამ დღეს, 1985 წლის 24 მაისს, ჯონ სკალიმ თავიდან აიცილა აჯანყება, რამაც გამოიწვია სტივ ჯობსის კომპანიიდან წასვლა.

Comments

comments

Leave a Response