ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1999 წლის 11 მაისი

242views

ძირითადი სხვაობა G4-სა და G3-ს შორის იყო ინსტრუქციების ახალი ნაკრები, Altivec, რომელსაც Apple-მა, მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე სხვა სახელი Velocity engine დაარქვა. ახალ პროცესორში 128 ბიტიანი, ვექტორული გამოთვლითი კვანძი იყო დამატებული. ის გაცილებით უფრო აჩქარებდა გრაფიკული ინფორმაციის დამუშავებას.

ამის გარდა, G4 ჩიპი უფრო მცირე ზომის იყო და ნაკლებ ენერგიას მოიხმარდა, ვიდრე კონკურენტების პროცესორები. პროფესიონალებმა, რომლებიც გრაფიკასთან მუშაობდნენ, ძალიან დადებითად შეაფასეს ის. თუმცა, Motorola-მ ვერ შეძლო პროცესორის ტაქტური სიხშირისა და სისტემური სალტის სიხშირის გაზრდა, რითაც პროცესორი ცოტათი ჩამორჩებოდა კონკურენტებს.

ამ დღეს, 1999 წლის 11 მაისს, Apple-მა წარმოადგინა პროცესორი G4.

Comments

comments

Leave a Response