იანვარში გამოსული iMac G4 პროცესორით საუცხოო იყო. ყველას მოსწონდა LCD-ეკრანი და მძლავრი პროცესორი. თუმცა მისი ფასი, 1299 დოლარი ყველასათვის არ იყო ხელმისაწვდომი. Apple ამის გარდა უშვებდა პირველი თაობის iMac-საც, რომელიც უფრო იაფი იყო, მაგრამ G3 პროცესორი ჰქონდა.
ბევრს მოეწონებოდა პირველი iMac-ის ფორმ-ფაქტორი, კინესკოპიანი ეკრანით, მას რომ G4 ჰქონოდა.სწორედ თხევადკრისტალური ეკრანის გამო ასე ძვირი ღირდა ახალი iMac. მომხმარებლებმა თხოვნით მიმართეს Apple-ს. თუმცა, როგორც ყოველთვის, კომპანიას დახშული ჰქონდა ყურები და არაფერი არ შეისმინა.
თუმცა ბაზარმა ყველაფერი თვითონ დაარეგულირა. ახალი iMac G4 არასაკმარისად მყარად და იაფად ითვლებოდა განათლების სფეროსათვის. ამიტომ Apple-მა გამოუშვა კინესკოპიანი მოდელი G4 პროცესორით.
2002 წლის 29 აპრილს გაყიდვაში გამოვიდა eMac. პირველი ასო Educational-ს ნიშნავდა (სასწავლო). ეს სწორედ ის ყველას მიერ ნანატრი უფრო იაფი iMac იყო. მაგრამ მისი შეძენა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებს შეეძლოთ, ან მოსწაველს და სტუდენტს, რამაც აღშფოთების დიდი ტალღა გამოიწვია სხვა მომხმარებლებს შორის. ბოლო-ბოლო, ეფლმა დათმო და ეს მოდელი თავისუფალ გაყიდვაში გამოუშვა.