90-იან წლებში უკვე არსებობდა პროგრამული უზურნველყოფა ვიდეო რედაქტირებისა, მონტაჟისა და სპეცეფექტებისათვის. მაგრამ ცალ-ცალკე პროგრამებად. არ არსებობდა უნივერსალური გადაწყვეტა ამ სამი ამოცანისათვის.
და ასეთი უნივერსალური პაკეტი 1999 წლის 25 აპრილს გამოვიდა, როდესაც Apple-მა კონფერენციაზე National Association of Broadcasters (ტელემაუწყებელთა ნაციონალური ასოციაცია) წარმოადგინა პაკეტი Final Cut Pro.
Final Cut Pro-მ მყისიერად ჩამოიშორა კონკურენტების პროგრამები, Avid და Adobe Premier , პირველ რიგში დაბალი ფასით. რათქმაუნდა, სახლის გამოყენებისათვის 999 დოლარი დიდი თანხა იყო, მაგრამ პროფესიონალებისათვის არაჩვეულებრივად დაბალი.
ეს პაკეტი არ იყო Apple-ის შემქნილი. მის საწყისად Macromedia-ს პროდუქტი იყო, რომელიც 7 მლნ დოლარად შეიძინეს და Apple-მა მას საკმაოდ ბევრი ცვლილება ჩაუტარა, რის შედეგადაც Final Cut Pro ბაზრის მსხვილი მოთამაშე გახდა.
2007 წლის, SCRI-ს (სამხრეთ კალიფორნიის კვევითი ინსტიტუტი) კვლევის მიხედვით, Final Cut Pro-ს ბაზრის 49% ეკუთვნოდა. 2008 წელს American Cinema Editors Guild-მა (კინოფილმების რედაქტორების ამერიკული გილდია) გვამცნო, რომ მისი წევრების 21% იყენებდა Final Cut Pro-ს და ეს ჯგუფი დღესაც იზრდება.
შედეგად, Final Cut Pro-მ აქტიურად და სწრაფად დაიპყრო პროფესიული ვიდეო-მონტაჟის სამყარო.
აი, ასეთ საინტერესო კოლოფში იყიდებოდა Final Cut Pro.