ამ დღეს სან-ფარნცისკოში მოხდა მცირე სიმძლავრის მიწისძვრა. ბიძგები ძლიერი არ იყო, მაგრამ ეტყობა ეს იყო ნიშანი Apple II-ის ბოლო მოდელის გამოსვლის შესახებ — Apple IIc. ის წარმოადგინეს კონფერენციაზე, მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე და ეპიკური ლოზუნგით: Apple II Forever.
და მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს იმ მონეტში ეგონა, რომ Apple II მართლაც მუდამ იქნებოდა, ეს უკვე ასე აღარ იყო. მის სანაცვლოდ, ჯერ კიდევ სამი თვით ადრე ბაზარზე გამოვიდა Macintosh და Lisa-ც, რომელიც ერთი წლით ადრე წარმოადგინეს, მიუხედავად მრავალი ხარვეზისა, რომელმაც გვაუწყა ახალი კომპიუტერული ხანის დადგომის შესახებ.
ძირითადი სხვაობა სულ პირველ Apple II-თან მიმართებაში გამოიხატებოდა უფრო სწრაფი პროცესორის გამოყენებაში, 65C02, რომელიც 1.023 მჰც სიხშირეზე მუშაობდა და შესაძლებლობაში ჩაგედგათ 1 მბაიტმადე ოპერატიული მეხსიერება (ქარხნულად 128 კბაიტი). კორპუსის მარჯვენა ნაწილში ჩადგმული იყო 5.25″ ფლოპი-დისკწამყვანი, 140 კბაიტიანი დისკეტების წასაკითხად.
ახლა ასეთი მახასიათებლები სასაცილოა, რათქმაუნდა, მაგრამ მაშინ ეს ძალიან ძლიერი მოწყობილობა იყო.