კომპანია Oracle-ის დამფუძნებელი და მეთაური, ლარი ელისონი (Larry Ellison) თავის დროზე აწარმოებდა კამპანიას, რომლის მიზანი იყო სტივ ჯობსის Apple-ში დაბრუნება გენერალური დირექტორის პოზიციაზე. თუმცა ლარის გეგმით ეს უნდა მომხდარიყო Apple-ის ჩაყლაპვის გზით.
ელისონს ამოძრავებდა იდეა შეექმნა ქსელური, დისკის გარეშე კომპიუტერები, რომლებიც გაუშვებდნენ აპლიკაციებს სერვერიდან, რომელიც ინტერნეტში იქნებოდა განთავსებული — ეს იმის საპირისპირო იყო, რასაც გვთავაზობდა Microsoft. ელისონმა გადაწყვიტა, რომ სწორედ Apple იქნებოდა იდეალური მწარმოებელი ასეთი კომპიუტერებისათვის. სწორედ ამიტომაც ჰქონდა გადაწყვეტილი კომპანიის შეძენა.
ლარის საუბრები კომპანიის შეძენაზე ფრიად არასასიამოვნო იყო Apple-ის პრეზიდენტისათვის ჯილ ამელიოსათვის, თუმცა ამ უკანასკნელს ჯობსის მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც ამ სიატუაციაზე შემდეგი განაცხადა:
„ის ჩემი მეგობარია, მაგრამ არის თემები, რომლებიც საუკეტესო მეგობარზეც კი არ იცი. მე მკაფიოდ ავუხსენი ჯილს, რომ მას არ უნდა ეშინოდეს ჩემი მხრიდან ვინმეს დახმარებიაზე კომპანიის შეძენის საკითხში.“
ეს მართლაც ასე იყო. ჯობსი არ იყო დაინტერესებული Apple-ის Oracle-ის მიერ შეძენით. მას სურდა კომპანიის ხელში ჩაგდება.
ამ საკითხის საჯარო განხილვამ პიკს სწორედ ამ დღეს მიაღწია.