რათქმაუნდა, ჯონ სკალი ცნობილია, როგორც Apple-ის ყოფილი პრეზიდენტი და რომელმაც თავი გამოიჩინა ჯიბის კომპიუტერის, Newton-ის წარმოებაში გაშვებით. სინამდვილეში კი, თავის ცხოვრებაში მას გაცილებით მეტი სასაკეთო რამ აქვს გაკეთებული.
მანამდე, სანამ ის Apple-ში გადაბარგდებოდა, სკალი Pepsi Challenge-ის ფრიად წარმატებული მარკეტინგული კამპანიის სათავეებში იდგა, რომელმაც ის Pepsi-ის ხელმძღვანელი გახადა. მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ტექნიკური უნარებიც.
ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობისას, ჯონიმ მოიფიქრა ფერადი ელექტრონულ-სხივური მილაკის იდეა, ხოლო Apple-ის ხელმძღვანელობისას მოიგონა ტერმინი PDA.
სკალი აქტიურად ეხმარებოდა ბილ ქლინთონს საპრეზიდენტო კამპანიისას, თუმცა ვერ მიიღო ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რისი დიდი იმედიც ჰქონდა.
ადამიანი, რომელმაც შეძლო Pepsi-ს ფეხზე წამოყენება, ბილ ქლინთონის დახმარება, გამხდარიყო აშშ-ს პრეზიდენტი, მიიყვანა Apple-ის თავის ყველაზე დიდ წარმატებებთან და წარუმატებლობებთან, დაიბადა 1939 წლის 6 აპრილს.
დაბადების დღე გილოცავთ, ჯონ!