რას დაარქმევდით კომპიუტერს, რომელზეც დაყენებულია საოპერაციო სისტემა Mac OS 7.5, ჩადგმულია პროცესორი PowerPC 601, მყარი დისკი 540 მბაიტზე და კომპლექტში მოყვება ერთღილაკიანი მაუსი? 1995 წლამდე თქვენ მას რათქმაუნდა Macintosh-ს დაარქმევდით, თუმცა სწორედ 1995 წლიდან ეს შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი კომპიუტერი: დაწყებული Starmax -იდან და Motorola-თი დამთავრებული.
Mac OS საოპერაციო სისტემის ლიცენზირებით გარე მწარმოებლებზე, კუპერტინოს იმედი ჰქონდა თავის მხარეზე გადმოებირებინა ვინმე დიდი და სოლიდური, მაგალითად IBM. თუმცა როგორი გაოცებული დარჩა Apple, როდესაც ლიცენზიის მისაღებად რიგში ჩადგნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Umax, ან Power Computing, ხოლო IBM-ს საერთოდ არ გამოუთქვამს ამ ლიცენზიის მიღების სურვილი.
რათქმაუნდა, ლიცენზიის მიღება — მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საჭიროა კიდევ კომპიუტერის გამოშვება. მეორე ნაბიჯი Power Computing-ში გადადგეს და გამოუშვეს Power 80. სიმართლე უნდა ითქვას, Power 80 — PowerMac 7100-ის სრული ანალოგი იყო. მაგრამ გაცილებით იაფი ღირდა. და ეს გახდა კლონების ხანის დასასრული.
პირველი Mac-კლონი 1995 წლის 2 აპრილს გამოვიდა.