ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1988 წლის 30 მარტი

399views

ბილ გეითსი არასოდეს მალავდა, რომ როგორც კი მან ნახა საოპერაციო სისტემა გრაფიკული ინტერფეისით, ის იმწუთას მიხვდა, რომ ეს კომპიუტერული ინდუსტრიის მომავალი იყო და რომ Microsoft არ უნდა ჩამორჩენოდა კონკურენტს. კომპანიაში მუშაობა გაჩაღდა და ქვეყანას მოევლინა საოპერაციო სისტემის Windows პირველი ვერსია.

თუ რამდენად ცუდი იყო Windows-ის პირველი ვერსია, ისიც მეტყველებს, რომ კუპრტინოში ახალი კონკურენტის გაჩენაზე რეაქციას არ ჰქონდათ. Apple-ის ხელმძღვანელობამ უბრალოდ ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა ალტერნატიული სისტემის შექმნა.

მაგრამ ეს ისტორიის მხოლოდ დასაწყისი იყო. როდესაც საზოგადოებას Windows 2.0.3 წარუდგინეს, კუპერტინოში უკვე ცოტათი სევიქრიანდნენ. ცეცხლზე ნავთს ასხამდა აგრეთვე Hewlett-Packard, რომელმაც გადაწყვიტა დაეწყო საკუთარი საოპერაციო სისტემის შექმნა, ასევე გრაფიკული ინტერფეისით, New Wave OS. Apple-ში მიხვდნენ, რომ სიტუაციის უგულებელყოფა უკვე აღარ შეიძლებოდა.

მაგრამ რა უნდა გაეკეთებინათ? ფასი დაეგდოთ? დაესწყოთ ახალი საოპერაციო სისტემის შექმნა? არა, ეს არ არის Apple-ის გზა. 1988 წლის 30 მარტს Apple-მა სასამართლოში შეიტანა სარჩელი Microsoft-ის წინააღმდეგ, მოითხოვა 5.5 მილიარდი დოლარის გადახდა და Windows-ის პროექტის შეწყვეტა.

Comments

comments

2 Comments

    1. ეპლმა? ჰეჰ, ეპლმა შორეულ პერსპექტივაში მიაღწია, თუ მიაღწია.
      საქმე იმაშია, რომ ეგ სარჩელი ეპლს საბოლოოდ არ წაუგია. ეგ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი, რომლის გასაჩივრების პროცესიც დაწყებული იყო. ამას დაემატა მს-ს მიერ ქვიკტაიმის მთლიანი კოდის მოპარვა და საკუთარ მედია-პლეიერში ჩასმა და ამაზე სასამართლო სარჩელი, რომელიც რამოდენიმე მილიარდს უტოლდებოდა 90-ებში. ბოლოს, ჯობსის დაბრუნების შემდეგ, სტივი და გეიტსი შეთანხმდნენ, ეპლმა ორივე სარჩელი გაიწვია უკან, მს-მა ოფისის მაკისთვის გამოშვება გააგრძელა, ეპლის 150 მილიონის ხმის არმქონე აქციები იყიდა (სუფთა მარკეტინგული სვლა, რომელმაც ტექ. სამყაროს ანახა, რომ ეპლს მომავალი ჰქონდა) და გააგრძელეს თანაცხოვრება. ასე რომ, ის სარჩელი არ მოუგია, მაგრამ არც წაუგია. უკეთესი პირობების გამო უკან გაიწვია.

Leave a Response