ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 21 მარტი

286views

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია რაც 2014 წელი დადგა, ინდუსტრიას ჯერ კიდევ არ სძალუძს მიაჩვიოს მომხმარებელი გამოიყენოს მობილური ინტერნეტი თავის მოწყობილობებზე. არადა ბევრი ასეთი მცდლეობა იყო, Apple-იც კი ცდლობდა ამას.

კომპანიის გეგმის მიხედვით, საზოგადოებას უნდა დაეწყო ინტერნეტის გამოყენება ჯერ 15 წლის წინ, როდესაც გამოვიდა Newton MessagePad 2000. სასაცილოა, მაგრამ სწორედ ამ მოწყობილობას, რომელსაც ამაყად ერქვა „ჯიბის ინტერნეტ-კომპიუტერი“, საბაზო კონფიგურაციაში არ ჰქონდა ქსელთან მიერთების საშუალება. საჭირო მოდემი ცალკე უნდა შეგეძინათ.

ყველაფერ დანარჩენში Newton MessagePad 2000 ნამდვილი ბრილიანტი იყო Newton-ების მთელ სერიაში: პროცესორის სიმძლავრემ ათჯერ მოიმატა, ხელნაწერი ტექსტის ამოცნობის აკურატულობამ სასურველ დონეს მიაღწია, ხოლო ფასმა 950 დოლარამდე იკლო.

Newton MessagePad 2000-ის დებიუტი 1997 წლის 21 მარტს შედგა.

Comments

comments

Leave a Response