ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 18 მარტი

163views

iMac-ის ხაზის კომპიუტერები არა მარტო Apple-ის აღორძინების ნიშანი იყო, არამედ ნახევრადგამჭვირვალე პლასტიკატისა და USB-სალტეს პოპულარობის დასაწყისიც. მაგრამ, როგორც ცნობილია, არაფერია ამ ქვეყანაზე მუდმივი. კუპერტინო ადგილზე არ გაჩერებულა დაწინ მიიწევდა, ქმნიდა რა სულ უფრო სრულფასოვან კომპიუტერებს.

2000-იანი წლების დასაწყისისათვის კუპერტინოში გაქაფული მიდიოდა მუშაობა პოპულარული კომპიუტერების მეორე თაობაზე, რომლებსაც კვლავ რევოლუცია უნდა მოახდინათ. მაგრამ საქმე მხოლოდ დიზაინში არ იყო. ტექნიკური დავალების თანახმად, კომპიუტერი რევოლუციური უნდა გამხდარიყო მახასიათებლებითაც.

ინჟინრებმა და დიზაინერებმა დასახული მიზანი განახორციელეს. თუ პირველ iMac-ს USB-სალტეთი შეეძლო ტრაბახი, მეორე თაობის iMac თხევადკრისტალური ეკრანების ხანის დასაწყისი გახდა. ხოლო პროცესორები G4 შეგვიძლია ფრიად სასარგებლო დანამატად ჩავთვალოთ.

პრესა აღტაცებული შეხვდა ახალ iMac-ს. თუმცა პრობლემა კვლავ არსებობდა. და ეს პრობლემა იყო მყიდველი. მას არ სურდა გაეაზრებინა ის ფაქტი, რომ ახალი iMac არა სახლის საკმაოდ იაფი კომპიუტერი, არამედ საკმარისად ძვირადღირებული მოდელი აღმოჩნდა. ამიტომ, რომ არ დაეკარგათ ბიუჯეტური მანქნაების სეგმენტი, Apple-ში გადაწყვიტეს სარისკო ნაბიჯი გადაედგათ — დახლებზე გამოჩნდა iMac G3.

წინააღმდეგობა iMac G3-სა და iMac G4-ს შორის ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. თუ უფრო ზუსტები ვიქნებით, 14 თვე. ხოლო დასრულდა მაშინ, როდესაც თხევადკრისტალური ეკრანების ფასების დაცემით მოხერხდა G4 მოდელის გაიაფებაც.

შედეგად, iMac G3-ის წარმოებიდან მოხსნა მხოლოდ 2003 წლის 18 მარტს მოხერხდა. რათქმაუნდა, მოგვიანებით ის კვლავ დაბრუნდა დახლებზე, მაგრამ ახალი სახელით — eMac.

Comments

comments

Leave a Response