ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1994 წლის 14 მარტი

315views

ისტორიულად ისე მოხდა, რომ ყოველი Mac თავიდანვე აწყობილი იყო Motorola 680×0 პროცესორების ბაზაზე. მის უპირატესობაზე და დადებით მხარეებზე კამათი ძალიან დიდხანს შეიძლება, მაგრამ როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში დადგა საკითხი ახალი პროცესორის არჩევისა, გადამწყვეტი ფაქტორი ფასი იყო, ხოლო ამ მიმართულებით Motorola-ს ბადალი არ ჰყავდა.

დრო გადიოდა. Mac სულ უფრო მძლავრ პროცესორებს იღებდა, თუმცა ცხადი შექმნა, რომ ტექნოლოგია დრომოჭმული იყო. ცეცხლზე ნავთის დასხმასავით იყო Intel-ის მიერ Pentium-ხაზის გამოშვება. Apple-ს ესაჭიროებოდა ადექვატური პასუხი. და ასეთი პასუხი გამოჩნდა PowerPC-ის სახით.

ამ გადასვლამ მოითხოვა ყველა აპლიკაციის ხელახლა გადაწერა, თუმცა ეს იმათ ღირდა. ამ რევოლუციაში დიდი წვლილი შეიტანა პროგრამულმა პაკეტმა CodeWarrior.

Mac-ების ახალი ხანა 1994 წლის 14 მარტს დაიწყო, როდესაც საზოგადოებას წარუდგინეს პირველი კომპიუტერი PowerPC-ის ბაზაზე. ეს გახლდათ PowerMac 6100/60 და 8100/80AV მოდელები.

Comments

comments

Leave a Response