ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 11 მარტი

159views

ყველა პროგნოზის მიუხედავად, iPad 2 თვითონ სტივ ჯობსმა წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სტივი ხანგძლივ შვებულებაში იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის მაინც ჩავიდა სან-ფრანსცისკოში ახალი თაობის პლანშეტური კომპიუტერის პრეზენტაციაზე. გასაკვირი არ არის, რომ მის გამოსვლას გამაყრუებელი აპლოდისმენტებით სეხვდნენ.

iPad 2-მა შეცვალა საზოგადოების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი პლნშეტური კომპიუტერი. ჯონათან აივმა მოახერხა კორპუსის სისქის შემცირება 33%-ით წინა თაობასთან შედარებით. ზომების შემცირების მიუხედავად, iPad 2-მა მიიღო ორბირთვიანი პროცესორი. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია — დადასტურდა ჭორი თეთრი კრპუსის შესახებ.

მოწყობილობის წარმადობამ, სტივ ჯობსის განცხადებით, ორჯერ მოიმატა, ხოლო გრაფიკული წარმადობა ათჯერ გაიზარდა.

სტივ ჯობსმა 2011 წელს „კოპი-პეისტის“ წელი უწოდა და წარმოადგინა იმ მწარმოებლების ლოგოები, რომლებსაც სურდათ პლანშეტების ბაზარზე შემოსვლა — HP, Motorola, Blackberry, Samsung და Google.

iPad 2-ის გაყიდვები პრეზენტაციიდან ერთ კვირაში დაიწყო — 2011 წლის 11 მარტს.

Comments

comments

Leave a Response