ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1987 წლის 10 მარტი

342views

პირველი Mac-ის შექმნისას, ინჟინრებს შორის, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტში, გაცხოველებული კამათი მიდიოდა თემაზე, მიაეცათ თუ არა მომხმარებლისათვის სისტემის განახლების შესაძლობლობა. სტივ ჯობსი, რაც გასაკვირი არ არის, კბილებით იცავდა თავის მოსაზრებას და საბოლოო ჯამში გაიტანა კიდევაც.

სტივის იდეა მარტივი იყო: კომპიუტერის განახლებისათვის მომხმარებელმა ახალი კომპიუტერი უნდა იყიდოს.

რათქმაუნდა, გამოჩნდნენ ე.წ. „აჯანყებულებიც“, რომელთა ლიდერი გახდა მთავარი ინჟინერი ბარელ სმიტი. ის ცდილობდა მაკში დაემატებინა გაფართოების პორტი და დიაგნოსტიკის პორტის სახელით შეენიღბა ის. მაგრამ ყველაზე საინტერესო იმაში მდგომარეობს, რომ ის ცდილობდა ამის საიდუმლოდ გაკეთებას. მომავალი მომხმარებლების საუბედუროდ, სმიტის გეგმები გაშიფრეს და პორტი კომპიუტერის საბოლოო მოდელიდან გაქრა.

თუმცა, როგორც გაყიდვების პრაქტიკამ აჩვენა, სულ ტრუილად. მომხმარებლებს ძალიან უყვართ სისტემის მოდერნიზაცია. Apple-ს ამის გასააზრებლად სამი წელი დასჭირდა, როდესაც გაყიდვაში გამოვიდა Mac SE.

გარეგნულად Mac SE არაფრით განსხვავდებოდა ორიგინალისაგან, მაგრამ ჰქონდა დამატებითი სლოტი გაფართოებისათვის, რომელშიც შესაძლებელი იყო ნებისმიერი პლატის ჩადგმა: DOS-ბარათიდან დაწყებული და ვიდეო-აქსელერატორით დამთავრებული.

Mac SE გაყიდვაში 1987 წლის 10 მარტს გამოვიდა, 2900 დოლარად.

Comments

comments

Leave a Response