დღეს ოფიციალურად მოხდა წარდგენა iOS-ის მანქანისთვის. Apple-მა პრეს რელიზში დაადასტურა რომ Ferrari, Mercedes-Benz and Volvo სადემონსტრაციო ჩვენებას გააკეთებენ. ასევე BMW, GM, Ford, Hyundai-ც შეურთდებიან მათ რიცხვს მალე. iOS და iPhone-ის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა რომ CarPlay საშუალებას მისცემს iPhone-ის მომხმარებლებს მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი ტელეფონები მანქანაში. შესაძლებელი იქნება როგორც ზარების განხორციელება ასევე ნავიგაციის და მედია ფაილების გაშვება, Siri-ს საშუალებით კი ხმოვანი ბრძანებების გამოყენება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ CarPlay-ს ოფიციალურ გვერდზე.
CarPlay-ს მხარდაჭერა ექნება iPhone 5-ს, 5c-ს და 5s-ს მომავალ iOS 7.1 განახლებაში და 2014 წელს წარმოებულ ავტომანქანებს.