ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1985 წლის 3 მარტი

113views

თუ ვინმემ ჯერ კიდევ არ იცის, Office აქვს არა მარტო Microsoft-ს. თავის დროზე, Apple-ს ჰქონდა MacintoshOffice. და ამ პროგრამული პაკეტის მნიშვნელოვანი ელემენტი გახლდათ ლაზერული პრინტერი LaserWriter, რომელიც მოიაზრებოდა საოფისე გამოყენებისათვის.

LaserWriter ერთ-ერთი პირველი ლაზერული პრინტერი იყო მსოფლიოში. ამის გარდა, ის იყო ერთადერთი პრინტერი იმ პერიოდისათვის, რომელსაც ჩადგმული Adobe PostScript გააჩნდა. რათქმაუნდა, ინტერპრეტატორის ლიცენზია იაფი არ დაჯდა, მაგრამ ღირდა თავის ფასად: მისი დამსახურებით Apple-ის პრინტერს დიდი უპირატესობა გააჩნდა კონკურენტების მოდელებთან.

PostScript — მონაცემთა გამოსახვის უნივერსალური ვექტორული ფორმატი გახლავთ.

მაგრამ LaserWriter-ის მთავარი ნაწილი, ეგრეთწოდებული „ლაზერული ძრავი“ შემუშავებული იყო Canon-ის მიერ. LaserWriter-ში გამოყენებული იყო „ლაზერული ძრავი“ Canon LBP-CX. თუმცა ასე იქცეოდა ლაზერული პრინტერების მრავალი მწარმოებელი.

LaserWriter წარდგენილი იქნა 1985 წლის 3 მარტს.

Comments

comments

Leave a Response