რთული სათქმელია, რისი დამსახურებით გახდა Apple ასეთი პოპულარული: ხარისხიანი პროდუქციით, თუ ქარიზმატული ხელმძღვანელით. ალბათ, ჩვენ ფსონს მეორეზე უფრო დავდებთ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არა სტივ ჯობსი, Apple ვერასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც ის ჩვენ ვიცით.
სტივ ჯობსი ყოველთვის საჯარო სახე იყო კომპანიის. მისი სიკვდილის შემდეგაც კი კომპანია ასოცირდება მის დამფუძნებელთან.
ქარიზმატულმა ლიდერმა, რომელიც კომპანიის თანადამფუძნებელი იყო, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომპანიის ფორმირებაში. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ინჟინერი, მან მეტი შეძლო: მან შეცვალა სამყარო.
რათქმაუნდა მის დამსახურებათა სიაში არა მარტო ვაშლის კომპანიაა. მან შექმნა NeXT, Pixar. გახდა ოთხი შვილის მამა და შეძლო კიბოს დამარცხება. ის მართლაც გასაოცარი ადამიანი იყო.
ადამიანი, რომელმაც ჩვენ ამდენი სიხარული გვაჩუქა, 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა.
გილოცავთ, სტივ!