სტივ ვოზნიაკი არაერტხელ წავიდა Apple-იდან. და აი, 1987 წლის 6 თებერვალს ვოზმა ჩათვალა, რომ დადგა დრო საბოლოო განშორებისა. ძნელი სათქმელია, რა გახდა ძირთადი ფაქტორი ამ გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ვოზი წავიდა.
მიუხედავად წასვლისა, ვოზნიაკი დღემდე ირიცხება Apple-ის თანამშრომლად. უფრო მეტიც, ის ხელფასსაც კი იღებს. და რათქმაუნდა აქციების განსაზღვრული წილიც გააჩნია.
წასვლის შემდეგ სტივ ვოზნიაკმა დააარსა კომპანია CL9, რომელიც დისტანციური მართვის პულტების შექმნით იყო დაკავებული. მოგვიანებით სტივი საუნივერსიტეტო სწავლებისა და ქველმოქმედების მიმართულებით წავიდა. 1985 წელს ის დააჯილდოვეს ეროვნული მედალით ტექნოლოგიების განვითარებისათვის, ხოლო 1987 წელს ის გახდა კომპიუტერული ისტორისს მუზეუმის წევრი სან ხოსეში.
2000 წელს სტივ ვოზნიაკი გამომგონებელთა დიდების დარბაზის საპატიო წევრი გახდა, 2001 წელს მან დააარსა კომპანია Wheels Of Zeus უსადენო GPS-სისტემების შექმნისათვის.
აი, ასეთი დაუდგრომელი კაცია ეს ჩვენი ვოზი!