როგორც ამასწინათ აღმოაჩინეს ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა, OS X-ის 10.9 ვერსიაში კვლავ ამუშავდა ისეთი ფრიად საჭირო ფუქნცია, როგორიცაა PDF-ფაილების გადიდება უშუალოდ Quick Look-ის სწრაფი დათვალიერების რეჟიმში. ისევე როგორც ადრე: ვაჭერთ კლავიშზე Option და ვუცაცუნებთ მაუსის ბორბალს. ანდა — ტრეკპადზე ორი თითის გაშლით გარდიგადმო.
კიდევ ორი დამატებითი სასიამოვნო სურპრიზი. პირველი: კვლავ, Option კლავიშზე დაჭერით Quick Look დოკუმენტს რეალური ზომით აჩვენებს. მეორე: თუ გსურთ ამ რეჟიმში დოკუმენტიდან გარკვეული ტექსტის მონიშვნა კოპირებისათვის, საკმარისია Terminal.app-ში აკირფოთ ქვემოთ მოცემული ტექსტი და დააჭიროთ Enter-კლავიშს:
defaults write com.apple.finder QLEnableTextSelection -bool true