2013 წელი საკმაოდ საინტერესო და სიახლეებით დახუნძლული გამოდგა. მართალია წლის პირველ ნახევარში ძირითადად ჭორების გავრცელებით შემოიფარგლებოდა სიახლეები, თუმცა ივნისში შედგა WWDC ’13, სადაც ვიხილეთ iOS 7 და OS X Mavericks-ი, გამოვიდა განახლებული MacBook Air-ი და დაანონსდა Mac Pro. სექტემბერში ვიხილეთ iPhone 5s და iPhone 5c, ხოლო ოქტომბერში ვიხილეთ ახალი iPad Air-ი და iPad Mini რეტინა ეკრანით, განახლებული MacBook Pro, iMac-ი, OS X Mavericks-ი და განახლებული iWork და iLife. რაც მთავარია პროგრამული უზრუნველყოფები ამიერიდან იქნება უფასო. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რას ველოდოთ 2014 წელს?
გასული წლებიდან გამომდინარე, რაც შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, ეს არის რომ Apple-ი ამზადებს iPhone 6-ს. მოსალოდნელია iPad-ების განახლებაც. მაგრამ, ექნებათ თუ არა მათ გაზრდილი ეკრანის ზომა? ექნება ახალ iPhone-ს 5″-იანი ეკრანი და ახალ iPad-ს 13″-იანი? რა განახლებები ექნება iOS 8-ს?
Mac-ებს რაც შეეხება, საინტერესოა ექნება თუ არა რეტინა ეკრანი MacBook Air-ებს? განაახლებს Apple-ი iMac-ებს და Thunderbolt ეკრანს 4K/Retina რეზოლუციამდე? რა ფუნქციები დაემატება ახალ OS X 10.10-ს iOS-დან ან პირიქით.
Apple TV და iWatch? 2012 წლის შემდეგ Apple TV აპარატურულად არ განახლებულა. განახლდება ის წელს? ვიხილავთ 2014-ში ახალ პროდუქტს iWatch-ს?
ეს არის კითხვები, რომლებზეც წელს Apple-ი სავარაუდოდ გაცემს პასუხებს.
მოიმარჯვეთ თქვენი Apple-ის მოწყობილობები, დააკვირდით კარგად და კომენტარებში მოგვწერეთ თუ რა განახლებებს ისურვებდით და რა განახლებები გახდიდნენ ამ მოწყობილობების გამოყენებას უფრო იოლს და კომფორტულს.