სტატიის პირველ ნაწილში მიმოვიხილეთ 2013 წლის პირველ ნახევარში მომხდარი საინტერესო ფაქტები კომპანია Apple-ის გარშემო. გთავაზობთ მეორე ნაწილს.
ივლისი
ივლისში სიახლე მოვიდა იქიდან საიდანაც ამას არავინ არ ელოდა, მოდის ინდუსტრიიდან. კომპანია Apple-ში სამუშაოდ გადავიდა Yves Saint Laurent-ის ხელმძღვანელი პოლ დენევი. თუმცა დღემდე უცნობია თუ კონკრეტულად რა საქმიანობას ეწევა ის Apple-ში. ერთადერთი ცნობილია რომ დენევი მუშაობს სპეციალურ პროექტებზე (შესაძლებელია iWatch) უშუალოდ ტიმ კუკის მეთვალყურეობით.
გამოქვეყნდა მორიგი ფინანსური შედეგები. $35.3 მილიარდი შემოსავალი და $6.9 მილიარდი მოგება.
ასევე Apple-ი გახდა სკანდალის მონაწილე, რომელიც დაკავშირებული იყო იმასთან რომ აშშ-ს მთავრობა მეთვალყურეობდა Microsoft-ის, Google-ის, Yahoo-ს და Apple-ის სერვისებს. თუმცა კომპანიები ამას უარყოფდნენ.
აგვისტო
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ახალ iPhone 5s-ს დაემატება ახალი ფერი, ოქროსფერი. ასევე გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი სტივ ჯობსზე სახელად “jOBS”, ეშტონ კატჩერის მონაწილეობით, რომელმაც საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
აშშ-ს პრეზიდენტი ობამა შეხვდა IT კომპანიების დირექტორებს რათა განეხილათ ზემოთ აღნიშნული სკანდალი. თუმცა შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის.
სექტემბერი
სექტემბრის თვეში შეწყდა ყველანაირი მოლოდინი და როგორც იქნა ვიხილეთ ახალი iPhone-ები. სოლიდური iPhone 5s-ი და პლასტმასის კორპუსის მქონე iPhone 5c-ი, გათვლილი ახალგაზრდების სეგმენტზე. iPhone 5s-მა ყურადღება მიიქცია 64 ბიტიანი პროცესორით და თითის ანაბეჭდის სკანერით, ხოლო iPhone 5c-მ კორპუსის ნათელი ფერებით. ამ ორმა პროდუქტმა გაამართლა კომპანიის მოლოდინი და პირველ დღეებში გაყიდვებმა 9 მილიონ მოწყობილობას მიაღწია.
ვიხილეთ iOS 7-ის ოფიციალური ვერსია, რადიკალურად განსხვავებული დიზაინით და ბევრი ახალი ფუნქციით.
ოქტომბერი
ოქტომბერში გახდა ცნობილი კიდევ ერთი ახალი თანამშრომლის შესახებ. ეს არის ანჯელა არენდსი, რომელიც გახლდათ Burberry-ს CEO. არენდსი დაინიშნა Apple-ის საცალო ვაჭრობის ხელმძღავენლად და რამოდენიმე ჟურნალისტის აზრით მოიაზრება ტიმ კუკის შემცვლელადაც კი.
ამ თვის მთავარი სიახლე გახლდათ ახალი iPad-ების ანონსი. iPad Air რომელიც არის 9.7″-იანი iPad-ების შემდეგი თაობა და ახალი iPad Mini რეტინა ეკრანით.
ასევე შედგა ოფიციალური გამოსვლა OS X Mavericks-ის, რომლის გადმოქაჩვაც შესაძლებელი გახდა უფასოდ!
ამ პერიოდის ფინანსური შედეგი: შემოსავალი $36 მილიარდი და მოგება $8.2 მილიარდი.
ნოემბერი
კვლავ განახლდა სასამართლო პროცესების სერია Apple-სა და Samsung-ს შორის საიდანაც Apple-მა მიიღო კომპენსაცია $290 მილიონის ოდენობით.
ნოემბერში კვლავ გაგრძელდა ზემოთ ნახსენები თემა აშშ-ს მთავრობასა და Apple-ს შორის, მომხმარებლების ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ.
გაყიდვაში ჩაეშვა iPad Air და iPad Mini რეტინა ეკრანით.
დეკემბერი
Apple-მა გააფორმა კონტრაქტი China Mobile-თან და ამიერიდან ჩინეთში ოფიციალურად იყიდება iPhone-ები. China Mobile-ს ყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი მომხმარებელი 760 მილიონი აბონენტის სახით.
გაყიდვაში ჩაეშვა WWDC-ზე დაანონსებული Mac Pro.
ასევე დეკემბრის მიწურულს შესაძლებელი გახდა iOS 7-ის Jailbreak-ის გაკეთება. მიუხედავად იმისა რომ Jailbreak-ი ეჭვის ქვეშ მყოფი პროცესია და ნელ-ნელა კარგავს პოპულარობას, მაინც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ელოდა მას.
ეს გახლდათ გასული წლის სიახლეების მიმოხილვა რაც კომპანია Apple-ის გარშემო ხდებოდა. გაგვიზიარეთ კომენტარებში თუ რომელი სიახლე იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.