დღეს ჩვენს რუბრიკაში „ეს დღე ისტორიაში“ ცოტათი გვერდს ავუვლით Apple-ის თემატიკას, თუმცა სიტყყვა „Macintosh“ მაინც გაიჟღერებს ტექსტში. დღეს მე მოგიყვებით გამოფენა COMDEX-ის შესახებ, რომელიც 2009 წელს ჩატარდა და სადაც ბილ გეითსმა კომპიუტერული ინდუსტრია საავტომობილო მრეწველობას შეადარა General Motors-ის მაგალითზე. GM-მაც არ დააყოვნა საკმაოდ მწვავე პასუხის გაცემა.
აი, ასე ჟღერდა ბილის სიტყვები:
General Motors-ს რომ გაეუმჯობესებინა თავისი ტექნოლოგიები ისევე, როგორც ამას აკეთებენ კომპიუტერულ ინდუსტრიაში, ჩვენი ავტომობილების ღირებულება 25 დოლარზე მეტი არ იქნებოდა და 4.5 ლიტრით 1600 კილომეტრს გავივლიდით.
General Motors-ის საპასუხო პრეს-რელიზი ასე ჟღერდა:
General Motors-ს ისეთივე ტექნოლოგიები რომ ჰქონდეს, როგორც ეს აქვს Microsoft-ს, ჩვენ ახლა გვეყოლებოდა ავტომობილები შემდეგი მახასიათებლებით:
1. ყოველგვარი მიზეზის გარეშე თქვენი მანქანა დღეში ორიჯერ დაიშლებოდა ნაწილებად.
2. ყოველთვის, როდესაც ასფალტზე დახაზვა დასრულდებოდა, თქვენ მოგიწევდათ ახალი ავტომობილის შეძენა.
3. პერიოდულად ავტომობილი ჩაქრებოდა ყოველგვარი მიზეზის გარეშე. თქვენ ამას უნდა შეეგუოთ, გადმოხვიდეთ მანქანიდან და მიაწვეთ, მანამ, სანამ კვლავ არ დაიქოქება.
4. დროდადრო, გარკევული მოძრაობის შესრულებისას, მაგალითად მარცხნივ მოხვევისას, მანქანა ჩაქრება და მანამ არ დაიქოქება, სანამ ხელახლა არ დაუყენებთ ძრავს.
5. დროის თითოეულ მომენტში მხოლოდ ერთ მომხმარებელს შეეძლება ავტომობილით სარგებლობა, იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც თქვენ გაქვთ „ავტო-NT“, მაგრამ თქვენ მოგიწევთ დამატებითი სავარძლების შეძენა.
6. Macintosh-ის გუნდი ქმნის მანქანას, მზით გაცისკროვნებულს, საიმედოს, ხუთჯერ უფრო სწრაფს და ორჯერ უფრო ადვილად სატარებელს. მაგრამ მას მხოლოდ გზების 5%-ზე შეუძლია მოძრაობა.