iOS მოწყობილობების მოხმარებლების გარკვეული ნაწილი არ აკეთებს განახლებას მე-7 ვერსიაზე, რომლის ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ მათ აქვთ Apple-ის მოძველებული მოწყობილობა (მაგ. iPhone 4) და ფიქრობენ რომ საგრძნობლად შენელდება ოპერაციული სისტემის მუშაობა. ერთ-ერთი აპლიკაცია რომელსაც შესაძლოა შენელება შეეტყოს ეს არის Safari. იმისთვის რომ ოდნავ სისწრაფე შევმატოთ Safari-ის ძველ მოწყობილობაზე რომელზეც iOS 7 აყენია, შევდივართ Setting-ებში, ვეძებთ Safari-ის და ვთიშავთ Javascript-ს.
მართალია Javascript-ის გამორთვით ზოგიერთი საიტი არ გამოჩნდება ისე როგორც უნდა იყოს, თუმცა უმრავლესობა საიტებისა ვერ შეამჩნევენ ამ ცვლილებას.