ეს დღეს სიტყვათა შეთანხმება „Apple-ის კომპიუტერი“ ჩვენს გონებაში ასოცირდება მაკებთან: MacBook ან iMac, იშვიათად Mac mini და Mac Pro. მაგრამ, მოიხედავად ამისა, ყველაზე წარმატებული კომპიუტერი კუპერტინოს ისტორიაში სულაც არ იყო მაკი. ყველაზე წარმატებული გახლდათ მოდელი, რომელიც თვით სტივ ვოზნიაკეის გენიას ეკუთვნის.
ის, ვისაც აინტერესებს Apple-ის ისტორია, ალბათ უკვე მიხვდა, თუ რომელ კომპიუტერზე გვაქვს საუბარი. რათქმაუნდა Apple II-ზე.
მოდელი Apple II, გარკვეულწილად რევოლუციური გახლდათ. ეს კომპიუტერი მხოლოდ სტივ ვოზნიაკის პირადი სურვილის გამო გაჩნდა, რომელსაც იმაზე მეტი უნდოდა, ვიდრე კომპანია Apple-ს იმ წლებში. სწორედ სტივ ვოზნიაკმა, პირველი მოდელის შექმნის გამოცდილებიდან გამომდინარე, საკმაოდ სწრაფად შექმნა მეორე მოდელიც.
კომპიუტერი Apple II იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა მოახერხეს მაიკ მარკულას დაინტერესება მაშტაბური წარმოებით. შედეგად, Apple II გაყიდვაში 16 წელი იმყოფებოდა, იმდენად პოპულარული აღმოჩნდა. განა ეს წარმატება არ არის? რათქმაუნდა, არის.
მაგრამ, როგორც ცნობილია არაფერია მუდმივი ამ სამყაროში. 1993 წლის 26 ნოემბერს კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა ამ მოდელის წარმოების შეწყვეტის შესახებ.