ხრიკები

ვიდეოს გაზიარება Facebook-ზე

151views

OS X Mavericks-ი თქვენს Mac-ს ხდის უფრო სოციალურს. იმის გარდა რომ შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ თქვენ სოციალური ქსელების ანგარიშებს და პოსტები და სტატუს მესიჯები დაწეროთ, ასევე შეგიძლიათ რამოდენიმე კლიკით გააზიაროთ Facebook-ზე ვიდეო პირდაპირ Finder-იდან.

  1. გახსენით Finder-ი თქვენს Mac-ზე, რომელზეც არის დაყენებული OS X Mavericks-ი.
  2. დააკლიკეთ ერთხელ სასურველ ვიდეოს ასარჩევად.
  3. დააკლიკეთ Share ღილაკს Finder-ში და აირჩიეთ Facebook-ი.
  4. გამოსულ ფანჯარაში შეგიძლიათ აღწერაც ან რაიმე კომენტარი დაურთოთ. შემდეგ დააჭირეთ Post-ს.

სულ ეს არის. თქვენი ვიდეო დაიწყებს ატვირთვას. გაითვალისწინეთ, იმისთვის რომ ატვირთოთ ვიდეო პირდაპირ Facebook-ზე თქვენი ანგარიში უნდა იყოს მიბმული OS X Mavericks ოპერაციულ სისტემასთან რისი გაკეთებაც შეგიძლიათ System Preferencies > Internet Accounts-ში.

Comments

comments

Leave a Response