ხრიკები

„ამოუცნობი“ აპლიკაციების გაშვება

99views

OS X-ი ბლოკავს იმ დეველოპერების აპლიკაციებს ვინც არ არიან Apple-ის “თეთრ სიაში”. თუ რაიმე აპლიკაციის გაშვებისას წააწყდით მსგავს მესიჯს ე.ი. ოპერაციულმა სისტემამ ის დაბლოკა.

რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია დაგვჭირდეს მსგავსი აპლიკაციების გაშვება. ამისათვის ვაკეთებთ შემდეგს: შევდივართ System Preferencies და შემდეგ Security & Privacy და ვაჭერთ ბოქლომს. თუ გიყენიათ პაროლი, შეიყვანეთ მოთხოვნილ ფანჯარაში, თუ არა პირდაპირ გაიხსნება ბოქლომი.

ვნახავთ რომ აპლიკაციები დაიშვება მხოლოდ App Store-იდან. შეგიძლიათ მიუთითოთ დაშვება App Store-იდან და ნაცნობი დეველოპერებისგან (Mac App Store and identified developers), ან თუ დარწმუნებული ხართ აპლიკაციის უსაფრთხოებაში მაშინ შეგიძლიათ მონიშნოთ Anywhere.

Comments

comments

Leave a Response