მომხმარებლისთვის, OS X-ის ერთ-ერთი თვალშისაცემი განსხვავება, სხვა ოპერაციული სისტემისგან, არის Dock-ი. მინდა განვიხილო რამოდენიმე გზა, რის საშუალებითაც უფრო კომფორტული შეიძლება გახადოთ Dock-ის გამოყენება.
1. მოგვეხსენება რომ ფანჯრის ჩაკეცვისას, ეს ფანჯარა იკეცება დოკში თავისივე icon-ით. შესაბამისად, რამოდენიმე ფანჯრის ჩაკეცვისას, რამოდენიმე icon-ი ემატება dock-ს, რაც საგრძნობლად ზრდის მის ზომას. ამისათვის შეგიძლიათ მიუთითოთ რომ ფანჯრები თავისივე აპლიკაციის icon-ში ჩაიკეცოს.
2. ზოგისთვის ყურადღების გაფანტვას იწვევს პატარა ნათურა რომელიც აპლიკაციის icon-ს ახლავს ქვემოთ როდესაც იგი მუშაობს. შესაძლებელია მისი გათიშვა.
3. ოპერაციული სისტემის პირველი ჩატვირთვის დროს, საკმაოდ ბევრი აპლიკაცია არის მოთავსებული dock-ში. იმისთვის რომ სუფთად გამოიყურებოდეს dock-ი, ჩასვით მხოლოდ ის აპლიკაციები რომელთაც ხშირად იყენებთ.
4. ზოგს dock-ის ზომა ძალიან პატარა აქვს, ზოგს კი დიდი. დააყენეთ იმ ზომაზე რომ არც ისე პატარა იყოს რომ შეცდომით სხვა აპლიკაციაზე გეჭირებოდეთ და არც ისეთი დიდი რომ ეკრანის ნახევარს იკავებდეს.
5. ეკრანის ზომიდან გამომდინარე, dock-ი როდესაც მუდმივად გააქტიურებულია, შესაძლებელია იკავებდეს სივრცეს. მისი გაქრობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურება როდესაც კურსორს მიიტანთ შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს (13″-იან MacBook Pro-ზე მე პირადად მუდმივად ასე მაქვს).
6. მრავალფეროვნებისთვის ასევე შეგიძლიათ dock-ის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს გადატანა 🙂
ასევე მინდა ავღნიშნო რომ Mavericks-ამდე ვერსიებში dock-ის მარცხნივ ან მარჯვნივ გადატანისას ის გარეგნულ მხარეს იცვლიდა და ე.წ. “Classic View” რეჟიმში იყო. ახლა კი გარეგნული მხარე იგივე რაც ქვევით მყოფ მდგომარეობაშია.
ეს არის რამოდენიმე რამ რასაც მე ვიყენებ dock-თან მიმართებაში. გთხოვთ კომენტარებში გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება და იქნებ სხვა რაიმე ხრიკიც შემოგვთავაზოთ 🙂