ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 18 ნოემბერი

186views

პირველი კომპიუტერი iMac-ის ოჯახიდან საკმაოდ მარტივი კონსტრუქციისა იყო, თუმცა ნამდვილად წარმოადგენდა სასურველ შენაძენს. მოთხოვნა ახალ კომპიუტერებზე შთამბეჭდავი იყო, რაც მომავალში აისახა შესანიშნავ ფინანსურ შედეგებზე. პირველი iMac-ს ჰქონდა 15 დუიმიანი კინესკოპიანი ეკრანი, ხოლო კორპუსი დამზადებული იყო ნახევრად გამჭვირვალე პლასტიკატისგან. საკამათო დიზაინია, მეთანხმებით? მაგრამ ძალიან ბევრი მომხმარებელი აღფრთოვანებული იყო.

მაგრამ გავიდა რამოდენიმე წელი და დადგა დრო iMac-ის ხაზის განახლებისა. მათ მიიღეს არა მარტო ახალი G4 პროცესორი, არამედ თხევადკრისტალური ეკრანიც, რომელმაც ერთგვარი ბიძგი მისცა ახალ ფორმ-ფაქტორზე გადასვლას. სწორედ ასე გაჩნდა სახელგანთქმული „მზესუმზირა“, რომელიც დღემდე სანუკვარია მრავალი Mac-ფანატისათვის. განსაკუთრებით, როდესაც საუბარია 20 დუიმიან ეკრანზე.

iMac-ის ხაზში კომპანია Apple უკვე დიდი ხანია უფსკრულის პირას დადის. თავიდან კუპერტინომ უარი თქვა ფლოპი-დისკწამყვანზე, შემდეგ გადავიდა თხევადკრისტალურ ეკრანებზე (მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კინესკოპებით იყო მოხიბლული), შემდეგ გაზარდეს ეკრანის დიაგონალი.

და, დაე 20 დუიმიანი iMac არასოდეს გამხდარა ნამდვილი ბესტსელერი გაყიდვებში, მან ნახა თავისი თაყვანისმცემლები. ამ მოდელის ოფიციალური დებიუტი მოხდა 2003 წლის 18 ნოემბერს.

Comments

comments

2 Comments

  1. ჩემი საყვარელი iMac G4-ი რომელსაც მისაღებ ოთახში დავდგამდი როგორც ანტიკვარს!

Leave a Response