სიახლეები

Apple და დაბალბიუჯეტიანი ბაზარი

140views

ახალი iPhone-ების პრეზენტაციის წინ იყო გავრცელებული ინფორმაცია რომ iPhone 5s-თან ერთად გამოვიდოდა iPhone 5c პლასტმასის კორპუსით რომელიც იქნებოდა დაბალბიუჯეტიანი სმარტფონი და ეღირებოდა ~ $350. თუმცა როგორც ყველამ ვნახეთ ეს ასე არ აღმოჩნდა.

უნდა იფიქროს თუ არა Apple-მა დაბალბიუჯეტიან ბაზარზე შესვლა? ბევრი ანალიტოკოსი ფიქრობს და ვარაუდობს რომ კი. ბევრის სურვილიც არის რომ iPhone-ები გაიაფდეს და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს. ბიუჯეტური Android და Windows Phone 8 სმარტფონები მრავლად არის წარმოდგენილი ბაზარზე სხვადასხვა ბრენდების მიერ. მათ რიცხვს 13 ნოემბერს შეემატა Motorola Moto G. მშვნიერი სმარტფონი 4 ბირთვიანი პროცესორით და 4.5″-იანი HD ეკრანით, რომლის ფასი იწყება მხოლოდ $179-დან რათქმაუნდა საერთაშორისო ვერსია.

Apple-ის დღევანდელი სტრატეგიიდან გამომდინარე, არ არის ნიშნები იმის რომ Apple გადაწყვეტს რაიმე დაბალბიუჯეტიანი მოწყობილობის გამოშვებას იქნება ეს iPhone თუ Mac. თუმცა კონკურენცია დიდია და ჯანსაღი და ასეთ შემთხვევაში როგორც იტყვიან მომხმარებელი მოგებული რჩება.

თქვენი აზრით უნდა იფიქროს თუ არა Apple-მა დაბალბიუჯეტიან ბაზარზე შესვლა?

Comments

comments

Leave a Response