სიახლეები

iPhone-ი მოხრილი ეკრანით

94views

ბევრი ვერსია არსებობს იმის შესახებ თუ როგორი იქნება ახალი iPhone-ი. ზოგი ამბობს რომ ექნება უფრო დიდი ეკრანი, ზოგიც ამბობს რომ საერთოდ გამჭვირვალე ეკრანი ექნება. ინტერნეტ საიტებზე და ბლოგებზე ბევრი კონცეპტის სურათია წარმოდგენილი სხვადასხვა დიზაინერების გაკეთებული. მაგრამ რათქმაუნდა ეს ყველაფერი არის მხოლოდ მოსაზრებები ან უბრალოდ ადამიანების ფანტაზია.

ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა საინფორმაციო რესურსმა Bloomberg-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ iPhone-ებს გამოუშვებს კომპანია Apple-ი 2014 წელს. წყარო ვისაც ეფუძნება ეს ინფორმაცია არის ვინმე ვინც ახლოს არის Apple-ის R&D (Research & Development) განყოფილებასთან. რათქმაუნდა ამ ადამიანმა ამჯობინა ანონიმურობა. მისი თქმით ახალ iPhone-ს ექნება მოხრილი ეკრანი, მაგრამ უცნობია მთლიან მოხრილ ეკრანზეა საუბარი თუ მხოლოდ კიდეებზე როგორიც აქვს Google Nexus 4-ს.

ეკრანის ზომას რაც შეეხება, ნავარაუდებია 4.7/5.5 დიუმი, რაც გაცილებით მეტია ვიდრე ახლანდელი iPhone 5/5s-ის 4 დიუმიანი ეკრანი და ახლოს არის უფრო “ფაბლეტებთან” (ტელეფონი-ტაბლეტი) როგორიც არის Galaxy Note 3.

Apple-მა გამოუშვა ორი მოდელი iPhone-ის 5s და 5c, რომელთაც შორის გარეგნული სხვაობა არის კორპუსის ტიპი. შედარებით იაფიანი ვარიანტი წარმოდგენილია პლასტმასის კორპუსით და არის უფრო მძიმე. შესაძლოა შემდეგ წელს სხვაობა იყოს ასევე ეკრანის ზომებში.

The Joy of Tech-მაც არ დააყოვნა და ამ თემასთან დაკავშირებით სახუმარო კომიქსიც გააკეთა.

 

Comments

comments

Leave a Response