ლარი ელისონი, Oracle-ის დამფუძნებელი, ყოველთვის საინტერესო ადამიანი იყო ფრიად საინტერესო იდეებით, თუმცა ყოველთვის არ შეეძლოს ამ იდეების სწორად გადმოცემა. ამის გარდა ის გენიოსი, მილიარდერი და ფილანტროპია (რკინის კაცი ნაწილობრივ მას ჰგავს) და სტივ ჯობსის უახლოესი მეგობარიც გახლავთ. ლეჰენდა მას მიაწერს Apple-ის შეძენის მზადყოფნასაც გადარჩენის მიზნით.
ყველაფრის გარდა, ლარი ელისონი გარკვეული დროის განმავლობაში Apple-ის გამგეობის წევრიც იყო, რის საფუძველზეც თავს უფლება აძლევდა საკუთარ თავზე აეღო კუპერტინოში მთავარი როლი. უნდა აღინიშნოს, რომ ლარი ელისონის პრაქტიკულად ყველა გამოსვლა საბოლოო ჯამში ერთ აზრში კრისტალიზირდებოდა: სტივ ჯობსი არ იქნება Apple-ის მომდევნო ხელმძღვანელი.
აი, მაგალითად, ამონარიდი ელისონის ერთ-ერთი გამოსვლიდან:
ჩვენ უკვე გვყავს შერჩეული ადამიანი, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვწონს, თუმცა ჯერ არ შემიძლია მისი სახელის დასახელება. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის ჩვენს გვერდით შემდგომში არ დარჩება. ის ხელმძღვანელის როლს მხოლოდ მანამდე შეასრულებს, სანამ ჩვენ არ ვიპოვნით საჭირო ადამიანს. როგორც ჩანს, მას სურს უფრო მეტი კონცენტრაცია Pixar-ზე, ოჯახზე და შვილებზე…
ეს განცხადება ლარი ელისონმა 1997 წლის 13 ნოემბერს გააკეთა. ის, რომ ყველაფერი სრულიად სხვაგვარად მოხდა, თქვენ შესანიშნავად იცით.