სიახლეები

Apple-ი კვლავ ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია

93views

მიუხედავად ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციებისა და აქციების ფასის თითქმის $200-ით დაკლებისა, Apple-ი მაინც არის დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიაში პირველ ადგილზე. Forbes-ის მიხედვით Apple-ი თითქმის 2-ჯერ უსწრებს თავის შემდგომ კონკურენტს.

Forbes-ი ყოველ წელს აქვეყნებს სიას “მსიოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების”, სადაც Apple-ის ღირებულება არის $104.3 მილიარდი. წინა წელთან შედარებით აღინიშნება 20%-იანი ზრდა. Apple-ი უსწრებს Microsoft-ს და Coca-Cola-ს, რომლებიც მეორე და მესამე ადგილს იკავებენ.

აღსანიშნავია ასევე სხვაობა Apple-ის და Samsung-ის სარეკლამო დანახარჯებში. Samsung-ი ხარჯავს $149 მილიონს ბრენდის ღირებულების $1-ზე. Apple-ის კოეფიციენტი კი არის $10 მილიონი $1-ზე.

ამ სიაში არ ჩანს Nokia, რომელმაც თავისი ბიზნესის მობილური ტელეფონების წარმოების განყოფილება Microsoft-ს მიყიდა. იგი 72-ე ადგილზე იმყოფება Forbes-ის სიაში. Blackberry-ი კი რომლის მდგომარეობა მართლაც რომ კრიტიკულია, საერთოდ ვერ მოხვდა 100-ეულში.

Forbes-ის სიაში არის კომპანიები 15 სხვადასხვა ქვეყნიდან და 20 სხვადასხვა ინდუსტრიიდან. თითქმის ნახევარი შეადგენს ბრენდებს აშშ-დან და 19 მათგანი არის კომპანია ტექნიკის ინდუსტრიიდან.

წყარო: appleinsider.com

Comments

comments

Leave a Response