ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1980 წლის 7 ნოემბერი

177views

კომპანია Apple-ის დაბადების დღე 1976 წლის 1 აპრილია. სწორედ ამ დღეს სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონ უეინმა პარტნიორობა გააფორმეს. Apple მალე გახდა წარმატებული კომპანია და სულ მცირე დროში დამფუძნებლებმა და ზოგიერთმა თანამშრომელმა აქციათა პაკეტები მიიღეს. დამფუძნებლებს იმდენად დიდი პაკეტები შეხვდათ, რომ რამდენიმე წელიწადში მულტიმილიონერები გახდნენ, გარდა რონ უეინისა, რომელმაც თავისი წილი ძალიან ადრე გაყიდა.

Apple II მარკის კომპიუტერები კარგად იყიდებოდა და Apple ძალიან კარგ შემოსავალს ნახულობდა, მაგრამ კუპერტინოში გადაწყვიტეს საფონდო ბირჟაზე გასვლა, დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით. ამ რთულ საქმეში მოწვეულნი იყვნენ საინვესტიციო ბანკები: Morgan Stanley, WR Hambrecht & Co და Quist. მათ წარმატებით შეასრულეს დავალება.

თუმცა იყო ერთგვარი ხარვეზები აქციების განთავსებისას. მაგალითად, კომპანიის ფასიანი ქაღალდების განთავსების ფასი 14 იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1980 წელს კომპანიის ბრუნვა არ იყო დიდი, აქციების აღნიშნული განთავსებამ რისკის მაღალი ინდექსი მიიღო.

შედეგად მასაჩუსეტსის შტატის მაცხოვრებლებმა ვერ შეძლეს აქციების შეძენაში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ეს მათ კანონმდებლობით ეკრძალებოდათ. თუმცა აქციების განთავსების მეორე რაუნდში მათ უკვე შეეძლოთ მონაწილეობის მიღება, რითიც რასკვირველია ისარგებლეს.

1980 წლის 7 ნოემბერს კომპანია Apple საჯარო გახდა.

Comments

comments

Leave a Response