ისეთი კომპანიების ურთიერთობა, როგორებიცაა Apple და Dell, ყოველტვის რთული იყო. და ეს კიდევ რბილად არის ნათქვამი. მათ ურთიერთობაში ყოველთვის იყო დრამატული მომენტები. ეს დრამა მკაფიოდ გამოიხატებოდა საჯარო გამოსვლებში და ხელმძღვანელების განცხადებებში, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდანაც.
ასე მაგალითად, შორეულ 1997 წელს მაიკლ დელს ჰკითხეს იმის შესახებ, თუ რას იზამდა ის, თუ გახდებოდა Apple-ის ხელმღვანელი. რაზეც მან წარბშეუხრელად უპასუხა:
მე დავხურავდი კომპანიას, ხოლო ფულს ინვესტორებს დავუბრუნებდი.
ასეთი მკვეთრი განცხადება დელის მხრიდან, უდავოდ უფრო მკვეთრ პასუხს მოითხოვდა, რომელიც დაუოვნებლივ მოვიდა კუპერტინოდან:
Dell Apple-ისათვის — ნომერი პირველი სამიზნეა! არც Microsoft, არც IBM, არც ვინმე სხვა. მხოლოდ Dell.
რატომ იყო ეს პასუხი უფრო მკვეთრი? იმიტომ, რომ 1997 წლის 6 ნოემბერს, როდესაც ის გაკეთდა, კომპანია Dell-ს Apple-ისაგან განსხვავებით კომპიუტერული ბაზრის ყველაზე დიდი წილი ჰქონდა დაკავებული.
მაგრამ უკვე 17 წელი გავიდა. Apple-მა დიდი ხანია გადაუსწრო Dell-ს კაპიტალიზაციით. მხოლოდ ერთი კითხვა გვრჩება პასუხგაუცემელი: „საქმეები როგორ მიგდის, Dell?“.