2005 წელს კომპანიის ისტორიაში გრანდიოზული ამბავი მოხდა: სტივ ჯობსმა მსოფლიოს აუწყა, რომ დღეიდან აბსოლუტურად ყველა Mac-კომპიუტერი Intel-ის პროცესორზე გადავიდოდა. ვიღაცისთვის ეს სიახლე სასიხარულო იყო, ვიღაცისათვის — ფრიად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი. მაგრამ, გაქტი ფაქტად რჩება: მას შემდეგ ყოველ „ვაშლიან“ კომპიუტერში Intel-ის „ტვინი არის ჩაყენებული“. მაგრამ ასეთი „მამაცი“ ამ საკითხში სტივი ყოველთვის არ ყოფილა.
აი, რა განაცხადა მან 2003 წლის 3 ნომებერს Apple-ის კომპიუტერების Intel-ის პროცესორებზე გადასვლასთან დაკავშირებით:
დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრინციპიალურ მიზეზს რომ შევცვალოთ პროცესორი. ჩვენს განკარგულებაშია ყველა შესაძლებლობა, მაგრამ PowerPC-ის განვითარების გეგმა ძლიერ კარგად გამოიყურება, რათა მასზე უარი ვთქვათ.
ის, რომ უკვე ორი წლის შემდეგ სტივ ჯობსმა ყველაფერი უკუღმა გააკეთა — ეს ალბათ გასაოცარი არაა. სტივი ცნობილია თავისი მოხერხებით სწრაფად შეიცვალოს გადაწყვეტილება და იპოვნოს პლიუსები აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში.
რათქმაუნდა, 2005 წელს, დასაყისში მაინც, უკმაყოფილო ბევრი იყო, მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, რომ ასე გაცილებით უკეტესი გამოვიდა. ხოლო 2003 წელს სტივის ასეთი განცხადება Mac-ის ყველა მომხმარებელს არწმუნებდა რომ სწორედ ასე უნდა იყო ყველაფერი, რამეთუ „Intel — ბოროტებაა“.