ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1983 წლის 1 ნოემბერი

96views

სრულიად გასაგებია, რატომ სტივ ჯობსი გააფთრდა, როცა გაიგო სიახლე ბილ გეითსის მიერ Windows 1.0-ის გამოშვების შესახებ. მითუმეტეს, რომ Macintosh ჯერ არ იყო გამოშვებული. ამ სიახლემ იმდენად გააბრაზა ჯობსი, რომ მან მოსთხოვა (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, „უბრძანა“) თანამშრომლებს, რომლებსაც ჰქონდათ შეხება რედმონდთან, მოეყვანათ ბილ გეითსი კუპერტინოში.

რასაკვირველია, ბილ გეითსი დაინტერესდა მოწვევით და უარი არ უთქვამს შეხვედრაზე. როდესაც ბილი Apple-ის შტაბ-ბინაში გამოცხადდა, მან მოასწრო Windows-ის ჩვენება Apple-ის რამდენიმე ათეული თანამშრომლისათვის, რის შემდეგაც თავისი მისამართით სტივ ჯობსის ცნობილი ფრაზა გაიგონა:

შენ ჩვენ გვაკოპირებ! მე შენ გენდობოდი, შენ კი ჩვენ გვპარავ!

მაგრამ ბილ გეითსი სიტუაციას სხვანაირად აღიქვამდა. მისი სიტყვებით, ორივე კომპანია, Microsoft და Apple, ერთი კომპანიის იდეებს იყენებენ, Xerox-ის (უფრო სწორედ, Xerox PARC-ის). საკითხი მხოლო იმაშია, ვინ პირველი შეძლებს ამ იდეებს ხორცშესხმას.

ეს დიალოგი, რომელმაც ძლიერ იმოქმედა ბილის და სტივის ურთიერთოებებზე, 1983 წლის 1 ნოემბერს შედგა.

Comments

comments

Leave a Response