სიახლეები

Apple-ს არ ანაღვლებს Wall Street

176views

კომპანიის აქციების ღირებულების რეკორდული ვარდნა, რომელიც გასულ ოთხშაბათს მოხდა, მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც ინვესტორებისათვის, აგრეთვე რიგითი ადამიანებისთვისაც, ანუ ჩვენთვის. მოდი, შევეცადოთ გავერკვეთ სიტუაციაში.

Apple-ის აქვიების კოტირებასთან დაკავშირებული სიტუაცია აღსავსეა აბსურდულობით და აღარც კი გვაკვირვებს. Apple-ის აქციები უფასურდება, მიუხედავად ყველაფრისა. ბაზარი, კომპანიის აქციონერები, მომხმარებლები ელიან Apple-ისგან სასწაულს, რომელიც არა და არ ხდება. ჯერ-ჯერობით კომპანია აგრძელებს იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის — ფულის შოვნა.

მოდი, შევეცადოთ დავამტკიცოთ, რომ Apple, რომელიც უბრალოდ აგრძელებს მუშაობას, არ უნდა მიაქციოს ყურადღება პანიკაში ჩავარდნილ ინვესტორებს და ანალიტიკოსებს, რომლებიც მას გაკოტრებას უწინასწარმეტყველებენ.

დასაწყისისათვის შეგახსენებთ, რომ დღეისათვის Apple-ის ყულაბაში ვარდება ყოველი მეორე დოლარი, რომელსაც კომპიუტერული ინდუსტრია გამოიმუშავებს. და ეს ყველაფერი Mac-ების გაყიდვების ფრიად მართებული პოლიტიკის წყალობით. მიკროსკოპიული 5%-იანი ბაზრის წილით Apple ღებულობს მოგების 45%-ს.

ახლა მოდი iPhone-ზეც ვთქვათ — კომპანიის ყველაზე წარმატებული პროდუქტია. აშშ-ს მეორე უმსხვილესი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია იტყობინება, თავისი გასული კვარტალის შედეგების შესახებ. აღნიშნულ პერიოდში მან 4 მლნ. iPhone გაყიდა. ეს ნახევარი მილიონი სმარტფონით მეტია, ვიდრე ექსპერტები ფიქრობდნენ. Verizon-ისათვის iPhone — საკვანძო მიმართულებაა საქმიანობაში. Apple-ის სმარტფონი გაყიდვების 56%-ს შეადგენს მობილური ოპერატორისათვის. შთამბეჭდავია?

iPad. Android-ის პლნშეტურ ბაზარზე მზარდმა კონკურენციამ წესით უნდა შეამციროს iPad-ის პოზიციები ბაზარზე, თუმცა ასე არ ხდება. სარეკლამო სააგენტო Chitika-მ ჩაატარა სარეკლამო ჩვენებების შესწავლა მარტის თვეში და გამოავლინა Apple-ის პლანშეტების წილის ზრდა თქბერვლის 80.5%-დან მარტის 81.9%-მდე. თვეში 1.5%. როგორ მოგწონთ?

ამ ფონზე Kindle-ის პლანშეტების ნახევარი პროცენტით ვარდა ფრიად სამწუხაროდ გამოიყურება. ერთი მეათედი პროცენტით გაზრდილი Samsung Galaxy Tab-ები ვერანაირად ვერ მოქმედებს iPad-ის წილზე.

ყველა ეს პარამეტრი ამტკიცებს, რომ Apple სრულიად მშვიდად უნდა მოეპყროს იმას, თუ როგორ იცვლება საბირჟო გრაფიკები. კომპანია უზარმაზარ ფულს შოულობს და აგრძელებს ბრუნვების ზრდას.

ყველა ეს მაგალითია იმისა, რომ Apple სრული ძალებით აგრძელებს მუშაობას და კვლავაც კონკურენტუნარიანია. არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ შევწყვიტე აქციების ფასებზე დაკვირვება. უფრო მნიშვნელოვნია ის, თუ რას ყიდის კომპანია, ვიდრე ის, თუ როგორ აფასებს მას მავანი საბირჟო სპეკულიანტი.

Comments

comments

Leave a Response