სიახლეები

iPhone სმარტფონები Samsung-ის სმარტფონებზე უფრო გამძლეა. გაცილებით.

101views

ამ დღეებში ანალიტიკურმა სააგენტომ Strategy Analytics გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ iPhone 5 და iPhone 4S ორი ყველაზე პოპულარული სმარტფონია მსოფლიოში — მხოლოდ iPhone 5-ზე გაყიდული სმარტფონების 13% მოდის.

Strategy Analytics-ის კვალად, Apple-ის სმარტფონებზე საქებარ სიტყვებს არ იშურებს რესურსი, რომელიც სმარტფონების პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობს, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ, უზრუნველყოფს სარემონტო სერვისს. გამომდინარე მათი მონაცემებისა, Apple-ის სმარტფონები არა მარტო ყველაზე უკეთ რემონტდება, არამედ გაცილებით უფრო საიმედო კონსტრუქცია აქვთ, ვიდრე კონკურენტების მოდელებს.

FixYa-ს მოხსენება ეფუძნება დაახლოებით მილიონ კითხვას და კვლევას სმარტფონების სფეროში. ქვემოთ მოცემულია დიაგრამა კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. რაც უფრო მეტია ციფრი, მით უფრო საიმედოა სმარტფონი:

როგორც ხედავთ, iPhone უპირობო ლიდერია. რაც შეეხება სხვა მწარმოებლების სმარფონებს, Samsung-ის მოწყობილობათა მომხმარებლების დიდი ოდენობა უჩივის მიკორფონისა და სპიკერის პრობლემებს, Nokia-ს მომხმარებლები — სმარფონის ნელა მუშაობასა და აპლიკაციების მწირ არჩევანს, ხოლო Motorola-ს მომხმარებლები — ცოტ-ცოტა ყველაფერს.

კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ Apple-ის პროდუქცია არა მარტო საუკეთესოა დიზაინის თვალსაზრისით, არამედ ტექნოლოგიურადაც საუკეთესოა, რამაც არ შეიძლება, რომ არ გაგვახაროს.

წყარო: FixYa

Comments

comments

Leave a Response