სიახლეები

ანტი-Apple რისხვა

63views

ჩვენს ბლოგშიც და კიდევ სხვაგანაც ხშირად შემხვედრია Apple-ის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შერკინებები, ხშირად „სისხლისმღვრელ“ ბრძოლაში გადასული.  ამიტომ ნება მომეცით გაგაცნოთ ერთი სტატია, რომელიც უცხოურ ბლოგში ამოვიკითხე, დამაინტერესა და ახლა გთავაზობთ მის თარგმანს. გასაგებია, რომ ფანატების პოვნა ეფლისტების რიგებშიც შეიძლება, თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებით მათი რეოდენობა უფრო მცირეა, ვიდრე Android-ის ბანაკში.

მე შევამჩნიე ფრიად მკაფიო ტრენდი ტექნოლოგიურ საიტებზე, რომლებსაც მე ვკითხულობ: Android-ის ფანატები საკვირველი სისწრაფით ავსებენ ღვარძლით აღსავსე კომენტარებით იმ სტატიებს, სადაც თუნდაც რაიმე პოზიტიური წერია Apple-ის შესახებ. იგივეს თქმა Apple-ის ფანატებზე, რომლებიც ასევე იქცევიან სტატიებში, სადაც რაიმე კარგი წერია Android-ის შესახებ, თითქმის შეუძლებელია, მათ შორის The Verge-ის საიტზეც, სადაც ორივე ბანაკიდან უხვადაა მკითხველი.

ამასწინათ მე დავწერე წარუმატებელი გამოცდილების შესახებ Microsoft Store-ში და ჩემი საკმაოდ გრილი დამოკიდებულების შესახებ Surface-ისადმი და იგივე შედეგი ვიხილე Microsoft-ის ფანატიკოსებისაგანაც: არა უბრალოდ კონტრარგუმენტები, არამედ სრულიად კონკრეტული ღვარძლი.

Microsoft-ისა და Android-ის ფანატების მხრიდან რისხვა ყველაფრისადმი, რაც დაკავშირებულია Apple-თან, როგორც წესი თავის თავში შეიცავს უნდობლობისა და იმედგაცრუების ქვეტექსტს, თითქოს ამბობდნენ: „არ შემიძლია დავიჯერო, რომ ამის გამეორება მიწევს! რატომ არ გესმის? რა გჭირთ?“.

მაგრამ მე არასოდეს მინახავს, რომ Microsoft-ის ფანატები თავს დასხმოდნენ Android-ის ფანატებს, ან პირიქით. და ეს ანტი-Apple რისხვა მნიშვნელოვნად გაძლიერდა იმასთან ერთად, რაც ბოლო წლებში Apple-მა სერიოზულ წარმატებებს მიაღწია.

რა სჭირს Apple-ს და მის წარმატებას, რომ ის ადამიანებს ასეთ ღვარძლს ანთხევინებს?

Apple-ის დამოკიდებულება

ადამიანთა უმრავლესობას არ აღელვებს ტექნოლოგიების არჩევა ისე, როგორც ეს ჩვენ გვაღელვებს. შესაძლოა, ისინი ფრიად დაკავებულები არიან, რათა საათზე მეტი ხარჯონ ტელეფონის არჩევაზე. შესაძლოა, მათ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ და ურჩევნიათ მათ მიხედონ.

დროის უმცირესი რაოდენობის დახარჯვის შემდეგ, ისინი უფრო მეტად არიან დამოკიდებული ფასებზე და ფასდაკლებებზე, მათი გადაბირება მაღაზიის კონსულტანტისათვის გაცილებით იოლია. ისინი ირებენ საკუთარ გაჯეტს ან კომპიუტერს სახლში, იწყებენ მის გამოყენებას, ამავდროულად გრძნობენ სუსტ, ან ძლიერ გაღიზიანებას პროდუქტისაგან რამდენიმე წლის განმავლობაში, მანამ, სანამ შეძენის ციკლი კვლავ არ განმეორდება.

ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი არ აქვეყნებს ღვარძლიან წერილებს The Verge-ზე.

ზოგიერთ მათგანს, ოდესღაც განუხილია შეძენის მიზნით Apple-ის პროდუქტი. ზოგიერთ უკითხავს კიდევაც მის შესახებ. ზოგიერთ ჩვენთვისაც კი უკითხავს, მაგალითად iPhone-ის შესახებ.

და ჩვენ მათ ვუთხარით: „ის მშვენიერია! ეს ტელეფონი, რომლითაც შენ ახლა სარგებლობ, ნაგავია. წადი და იყიდე iPhone! ის მხოლოდ 200 დოლარი ღირს“.

ზოგი ამ ადგილას გაჩერდა, ვინაიდან მისთვის მიუღებელი იყო ისეთი გაჯეტის შეძენა, რომლის ყოველთვიური სატარიფო გეგმა უფრო მეტი გამოდიოდა, ვიდრე არსებული ტეელფონისათვის.

ზოგი ადგა და იყიდა iPhone. ამათგან უმრავლესობისათვის საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ზოგს პრობლემები შეხვდა. შესაძლოა, მათ უნდოდათ ისეთი ვიდეო-ფაილის ნახვა, რომელიც მხარდაჭერილი არ არის iPhone-ის მიერ. შესაძლოა, ის კარგად ვერ შეეწყო მათ კორპორატიულ ელფოსტასა და კალენდარს. შესაძლოა, ძველ ტელეფონს ჰქონდა მნიშვნელოვანი აპლიკაცია, ან ფუნქცია, რაც მიუწვდომელი იყო iPhone-ში.

Apple-ის პროდუქტები ჯიუტია. ისინი ამბობენ: „ჩვენ ვიცით, რა არის თქვენთვის უკეთესი. აი ეს. და რისი გაკეთება გინდოდათ? ჩვენ არ მოგცემთ ამის გაკეთების უფლებას, ვინაიდან ეს ცუდი იქნება. გვერწმუნეთ. თუ არ მოგწონთ — კარები იქეთაა“.

— მაგრამ მე ეს მჭირდება!

— არა, არ გჭირდება. აი, შეგიძლია გამოიყენო ეს ხერხი, ან ალტერნატიული გადაწყვეტილება. ყველაფერი უბრალოდ მუშაობს!

— მე უკვე ვცადე ეს. არ მუშაობს.

— შესაძლოა, ის გასწორდება შემდეგ ვერსიაში. შესაძლოა, ეს iCloud-ის ბრალია. ჰმ, უცნაურია. ადრე ასე არასოდეს ყოფილა. სცადეთ, ყველაფერი წაშალოთ და ხელახლა დაიწყოთ.

Apple-ის პროდუქტები მრავალჯერ გეტყვიან „არა“-ს. არა, არ შეიძლება აპარატურული კლავიატურის მიღება, ან გამოცვლადი აკუმულატორის. ვერა, ვერ შეძლებთ ამ აპლიკაციის დაყენებას. ვერა, ვერ მიიღებთ ამ ფუნქციას.

როგორც წესი, ეს კეთდება კომპრომისისათვის, რათა პროდუქტი გაუმჯობესდეს რაიმე სხვა ხერხით. მაგრამ თუ ეს ფუქნცია, ან აპლიკაცია მნიშვნელოვანია თქვენთვის, ადვილად იგრძნობთ თავს განკვეთილად Apple-ისაგან უარის მიღებით, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს ხდება თვითდაჯერებული მანერით, თითქოს გეუბნებიან: „ჩვენ არა მარტო არ გთავაზობთ ამას, არამედ ეს არავის არც სჭირდება“.

Apple-ის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აღმოჩნდნენ პროდუქტების ასეთი თვითდაჯერებული დიზაინის მეორე ბოლოში. ამის გამო მრავალი ბაზარი, ფუქნცია და მოთხოვნილება დაუფარავი რჩება და მრავალი მოხმარებელი იძულებულია ალტერნატიული გადაწყვეტილება მოძებნოს.

და არსებობს ორი ალტერნატივა, რომელიც ნებისმიერს დააკამყოფილებს.

ველური ჩრდილო-დასავლეთი

Android და Windows ერთმანეთში იყოფენ ერთიან კომერციულ საკითხს: ისინი სთავაზობენ მომხმარებლებსა და მწარმოებლებს (ხოლო Android-ის შემთხვევაში — ასევე მობილურ ოპერატორებსაც) გაცილებით მეტ კონტროლს პლათფორმაზე, ვიდრე ამის უფლებას იძლევა Apple. როდესაც Apple ვინმეს კარისკენ მიუთითებს, მომხმარებელი როგორც წესი აქ ხვდება.

Microsoft-ს უდიდესი უპირატესობა აქვს Windows-ით: მრავალ ადამიანს მათი მუშაობისათვის სჭირდება Office-ის პაკეტი, ანდა სხვა აპლიკაციები, რომლებიც მხოლოდ Windows-ისთვის არსებობს. Boot Camp, Parallels ანდა Fusion — მოუხერხებელი გადაწყვეტილებაა ადამიანებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ Windows. მათ უბრალოდ უნდა შეიძინონ WinPC.

გიკების დიდი ოდენობა ფრიად შეშფოთებული არიან იმ სფეროებში, სადაც Apple ნაკლებად არის „გახსნილი“, ვიდრე კონკურენტები. Apple-ის თვითდაჯერებული დიზაინი ზღუდავს კლიენტებს, ვინაიდან Apple თვლის რომ წესების შემსუბუქება უფრო ცუდი იქნება, გაიზრდება უსაფრთხოების ხვრელების, ვირუსებისა და სისტემის ხელით მხარდაჭერის წარმოშობის რისკები. მთლიანობაში, Apple ცდილობს დაიცვას მომხმარებელი სირთულეებისაგან, გვერდითი ეფექტებისაგან და ტექნიკური სიმახინჯეებისაგან, ამასთან ერთად, ის ყოველთვის ყურადღებას აქცევს Apple-ის ინტერესების დაცვას. ეს — დისულოვანი დიქტატურაა.

იქ, სადაც Apple ამბობს: „თქვენ არ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ ეს ცუდი იქნება“, Microsoft და Android ამბობენ: „რაც გინდათ ის გააკეთეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ცუდი იქნება“. ისინი მომხმარებელს აძლევენ მართვის უფრო მეტ შესაძლებლობას საკუთარი თავისთვის უსასრულო ოდენობის პრობლემების შექმნით და ეს უკვე მომხმარებლის პრობლემაა — შეეგუოს, ან გამოასწოროს არსებული პრობლემები თავისით. Google და Microsoft — ლიბერტანიალური პლატფრომებია: თქვენ თავისუფალი ხართ აკეთოთ ის, რაც გსურთ, მაგრამ თუ რამე გაფუჭდება, ეს თქვენი პრობლემაა.

ჩვენი მხრიდან უპირატესობის მინიჭება ამა თუ იმ ტექნოლოგიისათვის ასახავს ჩვენს ფასეულობებს. ადამიანები, რომლებიც მზად არიან გადასცენ საკუთარი მოთხოვნილებების მართვა Apple-ზე, დიდი ალბათობით მიიღებენ სიამოვნებას იმ უპირატესობისაგან, რომელსაც წარმოგვიდგენს Apple-ის პროდუქტი. მაგრამ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათ იციან, თუ რა არის მათთვის უკეთესი, რომლებსაც სურთ სრული კონტროლი ყველაფერზე და მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა — მათთვის კომფორტული გარემო ალტერნატიულ პლათფორმებზე იქნება.

ფილოსოფიური განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის და ხშირი შეუძლებლობა, გაიგო ორივე თვალსაზრისი — არის ანტი-Apple რისხვის საფუძველი.

გაგება

როგორც ხშირად გვეუბნებიან პოლიტიკაში, ადამიანებს არ შეუძლიათ თანაგრძნობა გამოხატონ მათ მიმართ, ვისაც სხვა ფასეულობები გააჩნიათ და რომლებიც განსხვავდება მათი ფასეულობებისაგან.

გაცილებით ადვილია თავდაცვით პოზიციაში დადგომა და იმის მცდელობა, რომ დისკრედიტაცია მოახდინო მეორე მხარის, რაც წარმოადგენს „ფენ-ბოური“ გადაბრალებების საფუძველს. Apple-ის ფანატები აბრალებენ Windows-ისა და Android-ის მომხმარებლებს იმას, რომ ისინი — ჩლუნგი პლებეები არიან, ხოლო მათ პირიქით ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი ბრმად ცხვრები არიან, რომლებიც დააბრმავა მარკეტინგმა და რომლებიც სტატუსის მატარებელ სიმბლოებს ეძებენ.

არსებული ასიმეტრია ღვარძლიან კომენტარებში წარმოიშობა იმის გამო, რომ Apple-ის ფანატების ინდიფერენტულობა აკავებს მათ იმ საიტებზე შესვლისაგან, სადაც Android-ისა და Windows-ის ფანები იკრიბებიან, მაშინ როდესაც ანტი-Apple მიდგომა ფანატებს უბიძგებს „გადაარჩინონ“, ან დაარწმუნონ Apple-ის ფანატები იმაში, რომ ისინი ბრმანი ან/და იდიოტები არიან.

Apple-ის ბოლო წარმატებები კიდევ უფრო ამძაფრებენ ანტი-Apple-ურ დაუკმაყოფილების გრძნობებს. კომპიუტერული დარგი ერთგვარად კეთილმოსურნე აღმოჩნდა Windows-ის ლიბერტარიანული პოლიტიკისადმი ორი ათეული წლის განმავლობაში, სანამ Apple ჩამკვდარი იყო, ხოლო იაფფასიანი კომპიუტერები Windows-ით დომინირებდნენ დარგში. მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტექნოლოგიური დინება საგრძნობლად შეიცვალა: PC-კომპიუტერებმა წააგეს Mac-თან ტერიტორიის ნაწილი, ხოლო iOS და სხვა „დახურული“ სისტემები საგრძნობლად გაძლიერდა. არავის არ უყვარს იმაზე ფიქრი, რომ მისი მხარე „აგებს“, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იგებდა.

არცერთი მხარე არ არის ბოლომდე მისაღები ყველასათვის: როგორც არ არსებობს უნივერსალურად სწორი პოლიტიკური ფილოსოფია, ნებისმიერი პლათფორმის მომხმარებელს აქვს მიზეზი, რომ აირჩიოს სწორედ ეს პლათფორმა.

Windows-ისა და Android-ის საზოგადოებებმა უკეთ უნდა გაიგონ, თუ რატომ ირჩევს მრავალი ჩვენგანი Apple-ს, ხოლო Apple-საზოგადოებამ უკეთ უნდა გაუგოს ხალხთა იმ დიდ ნაწილს, რომლებსაც არ შეუძლიათ, ან არ გააკეთებენ ამას.

წყარო: Anti-Apple Anger

Comments

comments

Leave a Response