სიახლეები

Google Play-დან მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია დეველოპერებთან მიდის

78views

უსაფრთხოების თემა დრო და დრო ამოტივტივდება ხოლმე iOS-ის მომხრეთა და Android-ის მოწინააღმდეგეთა  მიერ. ჯერ-ჯერობით მათ მხარეზე მრავალი არგუმენტია. ბოლო დროს გაირკვა, რომ საკმარისია განახორციელოთ თუნდაც ერთი აპლიკაციის შეძენა, რათა დეველოპერმა მყისეულად გაიგოს, თუ სად ცხოვრობთ, სად მოგწეროთ და რა გქვიათ თქვენ.

ვინმე დენი — Android-ის საკმაოდ უწყინარი აპლიკაციის დეველოპერი, რომელსაც ამავდროულად თავისი პაწია ბლოგი აქვს. ამასწინათ მან გამოაქვეყნა თავისი აპლიკაცია Google Play-ში, რის შემდეგაც დრო და დრო აკვირდებოდა გაყიდვების ისტორიას.

მე მივხვდი ერთ სრულიად გიჟურ რამეს. თუ თქვენ  შეიძინეთ აპლიკაცია Google Play-ში — იმ შემთხვევაშიც კი, თუ გააუქმეთ შეძენა — მე მომდის თქვენი ელფოსტის მისამართი, ბინის მისამართი და ხშირ შემთხვევაში, თქვენი გვარ-სახელი.

აღნიშული მონაცემების გადაგზავნის ფაქტი არ ხმაურდება და მისი გათიშვა შეუძლებელია მაღაზიაში აპლიკაციის შეძენისას. უკეთეს შემთხვევაში ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება მომხმარებელთან დასაკავშირებლად რაიმე პრობლემის წარმოშობისას. მაგრამ მხოლოდ ესაა კარგი. ცუდი კი ისაა, რომ მაგალითად პოპულარული აპლიკაციის დეველოპერებს თავისუფლად შეუძლიათ გაყიდონ დაგროვილი ინფორმაცია მესამე პირებზე, ვერავინ აუკრძალავს ამას. უფრო სწორედ, Google სთხოვს ასე არ მოიქცნენ — უბრალოდ სთხოვს, ვინაიდან დაცვის მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს.

მიღებული ინფორმაციის საშუალებით მე შემიძლია ვიპოვნო ნებისმიერი მომხმარებელი, რომელმაც უარყოფითი გამოხმაურება დატოვა ჩემს აპლიკაციაზე, ან რომელმაც ფული უკან მოითხოვა.

ამასობაში Google სდუმს. მადლობა, რომ საკრედიტო ბარათის ინფორმაციას მაინც რომ არ ახმაურებენ. ჯერჯერობით.

წყარო: coa

Comments

comments

Leave a Response