ორშაბათს, 28 იანვარს უცაბედად Apple-მა გამოუშვა თავისი iOS-მოწყობილობების განახლება და თან პრეს-რელიზიც მოაყოლა — Apple-ის პრაქტიკაში ფრიად იშვიათი მოვლენა.
თვითონ განსაჯეთ — განახლებების სია ფრიად მწირია, სულ ოთხი პუნქტისაგან შედგება:
- LTE-ქსელების გაფართოებული მხარდაჭერა
- კინო-ბილეთების შეკვეთა Siri-თ ონლაინ-სერვისის Fandango-ს საშუალებით (ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში)
- iTunes Match-ის მომხმარებლებისათვის ცალკეული ტრეკების ჩამოტვირთვის შესაძებლობა iCloud-იდან
- რეკლამის ჩამოყრის ახალი ღილაკი
ახლა მოდი გავეცნოთ პრეს-რელიზს: „iOS 6 გახდა ყველაზე სრულყოფილი მობილური საოპერაციო სისტემა მსოფლიოში, რომელიც გამოსვლიდან 6 თვეში 300 მილიონ მოწყობილობაზე დაყენდა. განახლება 6.1 LTE-ქსელების გაფართოებული მხარდაჭერით მყისიერს ხდის ნებისმიერი საიტის ჩამოტვირთვას Safari-ში, ვიდეო-ზარებს FaceTime-ში და iCloud-ის ონლაინ-სერვისებს“.
წყარო: Apple Press Info