სიახლეები

CES: მოკლე ისტორია — 1967-2012

81views

დღეს ლას-ვეგასში გაიხსნა ლეგენდარული გამოფენა CES (Consumer Electronic Show), რომელიც უკვე ორმოცდამეექვსედ ტარდება. ჩვენი ბლოგი გამოფენის მიმდიანრეობასთან ერთად ყოველდღიურად მოგაწვდით ახალ ამბებს წარმოდგენილი სიახლეების შესახებ. მანამდე კი მოდით მცირე ექსკურსია მოვახდინოთ ამ გამოფენის ისტორიაში, გამოფენისა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ტექნოლოგიური გამოფენაა მსოფლიოში.

2012 წელს CES-ზე დამსწრეთა საერთო რაოდენობამ 156 000 გადააჭარბა. სამომხმარებლო ელექტრონიკის ასოციაციის განცხადებით, რომელიც არის ამ გამოფენის ორგანიზატორი, ეს სარეკორდო მაჩვენებელი გახლდათ შოუს ჩატარების მთელი პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, სხვა გამოფენების „კულისებში“ ყოველ წელს ჭორაობენ CES-ის სიკვდილის შესახებ და ასე გრძელდება ბოლო რამდენიმე წელია. უდაოა, რომ დარგში კრიზისია და ოდესღაც უმნიშვნელოვანესი პროდუქტების პრეზენტაციას ამჯერად იმხელა მნშვნელობა აღარ აქვთ, როგორც ადრე. მრავალმა კომპანიამ შეამცირა წარმოდგენილი პროდუქტების რაოდენობა, ხოლო ზოგიერთმა საერთოდ უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე.

მიუხედავად ამისა, CES-ის 46 წლიანი ისტორიის განამვლობაში გამოფენაზე დამსწრეთა რაოდენობა მუდმივად მატულობდა და წელს ანალიტიკოსები მორიგ რეკორდს ვარაუდობენ. შოუ დღეს დაიწყო და უპრიანია, რომ გადავხედოთ ამ გამოფენის ისტორიას, ფოტოებში აღბეჭდილს.

1967

CES-ის პირველი გამოფენა ჩატარდა 1967 წლის ივნისში, ნიუ-იორკში. საერთო ჯამში მონაწილეთა რაოდენობა 14-ს შეადგენდა, მათ შორის LG, Motorola, და Philips. მაშინ CES წარმოადგენდა Chicago Music Show-ს ერთგვარ დანამატს.

გაგიკვირდებათ, მაგრამ 1967 წელსაც კი გამოფენაზე შეიძლებოდა გვენახა ფოტომოდელები, რომლებსაც „CES Guides“ ერქვათ. პირველი CES აღინიშნა იპაონური პროდუქციის დიდი მოზღვავებით.

1969

CES-69, რომელიც კვლავ ნიუ-იორკის სასტუმროებში ჩატარდა, ისევე როგორც წინა გამოფენა, პირველ რიგში დასამახსოვრებელი იყო Panasonic-ის კომპაქტური ტელევიზორის წარმოდგენით, რომელიც კილოგრამზე ნაკლებს იწონიდა, აგრეთვე FM-ყურსაცვამებით, რომლებშიც ადამიანი, New York Times-ის განცხადებით, უცხოპლანატელს ჰგავდა.

1969 წლის გამოფენაზე ძირითადში წარმოდგენილი იყო პროდუქტები, რომლებიც რადიოსა და ტელევიზიასთან იყო დაკავშირებული. ამის გარდა, აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარემ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დარგი სათანადო ძალისხმევას არ იყენებს მომხმარებლების მიმართ „არაპატიოსანი“ ხერხების წინააღმდეგ საბრძოლველად.

1971

1971 წელს CES ჩიკაგოში გადავიდა, სადაც ეს გამოფენა 1977 წლამდე დაიდებს ბინას. მთავარი სიახლე გახდა ვიდეომაგნიტოფონი Sony U-Matic, რომელიც გაყიდვაში იმავე წელს გამოდის.

1971 წლის სიახლეთა შორის მთავარი გახლდათ აუდიმოწყობილობები: რვაბილიკიანი კასეტები, ასევე ცარიელი, ჩაწერადი ფირი. კიდევ ერთი ჰიტი გახდა ყურსაცვამები, რომლებიც არა მარტო ზომებში შემცირდა, არამედ ასევე გაიაფდა კიდევაც. მიუხედავად ამისა, მათი ფასი კვლავაც მაღალი იყო: ჩვეულებრივი ყურსაცვამი 50 დოლარი ღირდა, რაც დღევანდელი კურსით 150 დოლარს შეადგენს. სხვათაშორის, 1971 წელს გამოფენაში უკვე 275 კომპანია იღებდა მონაწილეობას.

1972

1972 წელს დამსწრეთა რაოდენობამ 40 000 შეადგინა, რაც ორჯერ მეტი იყო პირველ წელთან შედარებით. რაც შეეხება მონაწილეებს, მათმა რაოდენობამ 300 მიაღწია. ყველაზე პოპულარული სიახლე გახდა ავტომაგნიტოლები. 1973 წლიდან CES წელიწადში უკვე ორჯერ ტარდებოდა.

1974

1974 წელს ლაზერული დისკების დამკვრელების დებიუტი იყო აშშ-ში, თუმცა გაყიდვები მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ დაიწყო. ამ წლის გამოფენა ასევე აღინიშნა იმით, რომ CES-მა პარტნიორობა გააფორმა აუდიჩანაწერთა რეალიზატორთა ეროვნულ ასოციაციასთან (NARM).

1975

1975 წელს CES-ის მთავარი თემა კვლავ მუსიკა გახლდათ, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს სათამაშო სიახლეებიც — საშინაო სათამაშო კონსოლი Pong, რომელიც Atari-მ წარმოადგინა.

1977

1977 წელს CES-ზე დასწრებამ მორიგი ფსიქოლოგიური ნიშული გადალახა — 50 000 ადამიანი. ხოლო მონაწილეთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. მთავარი ჰიტი გახდა იაფი ელექტრონული საათები: მათი ფასი 20 დოლარიდან იწყებოდა.

1978

1978 წელს CES პირველად ჩატარდა ლას-ვეგასში (ნევადას შტატი) და ამ წლიდან გამოფენა მხოლოდ ამ ქალაქში ტარდება. 1978 წლიდან 1995 წლამდე ზაფხულის გამოფენა ჩიკაგოში ტარდება, ხოლო უფრო მსხვილი ზამთრის — ვეგასში.

78 წლის ჩიკაგოს ზაფხულის გამოფენაზე კვლავ მუსიკალური ტექნოლოგიების მოზღავება იყო.

1979

1979 წლის ზამთრის CES-ზე კომპანიამ Atarri წარმოადგინა ორი რვაბიტიანი კომპიუტერი — Atari 400 და Atari 800.

1980

1980 წელს CES-ზე პირველად გაიხსნა სტენდი „რეკლამა“, რომლის მიზანი გახლდათ დარგის ინოვაციური სარეკლამო ხერხების გამონახვა რადიოსა და ტელევიზიაში.

1982

1981 წელს CES-ზე კომპაქტ-დისკისა და პერსონალური ვიდეო-კამერის პრემიერა შედგა, ხოლო 1982 წლის შოუზე გამოჩნდა კომპიუტერი Commodore 64 და სათამაშო კონსოლი Western Technogoies Vectrex.

1984

1984 წელს CES-ზე დასწრებამ ყველა რეკორდი მოხსნა: როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის გამოფენაზე, თითოეულზე 100 000 დამსწრე. ჟურნალის InfoWorld რეპორტიორმა სკოტ მეისმა აღნიშნა, რომ გამოფენისადმი ინტერსმა ცოტთი იკლო. მან პირველმა იგრძნო უძრაობის ხანის დადგომა ამ გამოფენაზე. მეისმა აღნიშნა, რომ ამ წელს წარმოდგენილი იყო მხოლოდ „საშუალო“ დონის ტექნოლოგიები და თამაშები. მიუხედავად ყველაფრისა, 1984 წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სახლის კომპიუტერი Amiga.

1985

1985 წლის CES ისტორიაში შევიდა როგორც ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იქნა ეპოქალური სათამაშო კონსოლი Nintendo Entertainment System, თუმცა იმ დროს ამ მოწყობილობას Nintendo Advanced Video System ერქვა.

1988

1988 წლის ზამთარში CES-ზე წარმოდგენილი იქნა Tetris, რომელიც გამოსცა ჰენკ როჯერსმა. სწორედ ამ დროიდან დასახლდა Tetris Nintendo Game Boy-ს თითოეულ ეგზემპლარში.

1990

1990 წლისათვის, როგორც წერს ჟურნალი Popular Mechanics, ზამთრის CES-მა ლას-ვეგასში საბოლოოდ გადაასწრო ჩიკაგოს ზაფხულის შოუს. 1990 წლის გამოფენა 1600-ზე მეტმა ჟურნალისტმა მოინახულა. ამიერიდან CES-ის ძირითადი დამსწრეები პრესის წარმომადგენელბი არიან და არა უბრალო მოქალაქეები.

1993

1992 წელი მნიშვნელოვანი გახდა იმით, რომ CES-ში პირველად მონაწილეობა მიიღო Apple-მა. ოფიციალური პრეზენტაციის ფარგლებში კომპანიის მეთაურმა ჯონ სკალიმ წარმოადგინა ჯიბის კომპიუტერი Newton. 1993 წელს კომპანია Sony-მ MiniDisc-ის პრემიერა გამართა — ეს გახლდათ კომპაქტური დამკვრელი დისკით, რომელზეც მუსიკის 74 წუთი ეტეოდა (იმ დროს ეს ფანტასტიური შედეგი გახლდათ). MiniDisc წარმოებიდან ოფიციალურად 2011 წელს მოხსნა.

1995

1994 წელს CES-ის ოთხი გამოფენა ჩატარდა: ერთი ლას-ვეგასში, ორი ჩიკაგოში და ერთი მეხიკოში. ხოლო 1995 წელს გამოფენა ფილადელფიაში ჩატარდა.

1997

1997 წელს CES ლას-ვეგასში 100 000 კვადრატულ მეტრზე ჩატარდა, ხოლო შემდგომში ფართობი გაორმაგდა. ასევე შედარებით მომცრო ზომის გამოფენები ჩატარდა ატლანტაში და დალასში, ხოლო 1999 წელიდან დღემდე CES ტარდება მხოლოდ ერთხელ წელიწადში და ისიც ლას-ვეგასში.

2003

მას შემდეგ, რაც 1999 წელს CES-ის პოპლარობამ მატება იწყო, გამოფენაში მონაწილეობის მიღება დაიწყეს აგრეთვე მოწვეულმა ვარსკვლავებმა. 2003 წლის გამოფენა დაიწყო ხანგძლივი შოუთი, რომელშიც მთავარი ვარსკვლავი გახდა კორპორაცია Microsoft, ხოლო წამყვანის როლში ბილ გეითსი გახლდათ. 2003 წელს აგრეთვე წარმოდგენილი გახლდათ Blu-ray დისკი.

2005

2005 წელს CES გახდა ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიური გამოფენა მსოფლიოში 150 000 დამსწრეთი. ბლოგების განვითარებასთან ერთად, შოუდან ტრანსლაციების ჩატარება დაიწყო ბევრმა ადამიანმა.

2012

Microsoft-მა განაგრძო პრეზენტაციების ჩატარება 2012 წელსაც, ოღონდ ამჯერად ბილ გეითსის მონაწილეობის გარეშე. შარშანდელმა შოუმ, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა დამსწრეთა რაოდენობით, დაკავებული ფართობით, სიგნალი მისცა ყველას სამომხმარებლო ტექნიკის ბაზრის ცვლილებების შესახებ. ამასთან ერთად ცხადი გახდა, რომ ისეთი მსხვილი გამოფენა, როგორიც არის CES, მეტამორფოზებს განიცდის.

2013

და ბოლოს, მოდი გადავიხედოთ მომავალში. წელს CES გაიხსნება Qualcomm-ის ხელმძღვანელის, პოლ ჯეიკობსის გამოსვლით. თუ რას გვიჩვენებს წლევანდელი გამოფენა, ცოტა ხანში გავიგებთ. მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ: ყველა სიახლის შესახებ, რომლებიც წლევანდელ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი, ჩვენ ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი ბლოგის საშუალებით.

დარჩით ჩვენთან!

წყარო: TheVerge.com

Comments

comments

Leave a Response