ბევრი წარმატებული პროდუქტის გამოშვებით Apple-მა მოახერხა წელს ზემომგებიანი კომპანია გამხდარიყო. Apple-ის გაჯეტების პოპულარობა დღითიდღე მატულობს. 2012 წლის ფინანსური შედეგები მართლაც რომ შთამბეჭდავია კონკურენტების მოგებასთან მიმართებაში.
Apple-ის ოფიციალური ანგარიშგების თანახმად, 2012 წლის განმავლობაში კომპანიამ სუფთა მოგება 41.7 მლრდ. დოლარი მიიღო. შემოსავალი იგივე პერიოდში — 156.5 მლრდ. დოლარი. ფინანსური რეკორდის გარდა საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. გასული წლის განმავლობაში კუპერტინომ უფრო მეტი მოგება ნახა, ვიდრე Microsoft-მა, Google-მა, eBay-მ, Yahoo-მ, Facebook-მა და Amazon-მა ერთად აღებული. მათი ჯამური სუფთა მოგება გახლავთ 34.4 მლრდ. დოლარი.
ამის გარდა, ანგარიშგების ავტორებმა დათვალეს, რომ Samsung-ის, Nokia-ს, HTC-ისა და RIM-ის ჯამური სუფთა მოგება შეადგენს 12.8 მლრდ. დოლარს.
ფრიად საინტერესო შედეგებია, რომლებიც კარგად ასახავენ ინდუსტრიის ტენდენციებს.
წყარო: statista