ეს მოსალოდნელი იყო. მართალია, ზუსტად ვერავინ იტყვის, თუ განვითარების რა გზით წავა iOS, მაგრამ OS X-ის შესახებ ეჭვი არ არსებობს: მის შემდეგ ვერსიაში ვიხილავთ მობილური პლათფორმიდან გადმობარგებულ აპლიკაციებს.
Siri-ს პორტირების პირველი ნაბიჯი Mountain Lion-ში განხორციელდა, თუმცა ნაწილობრივ და მხოლოდ ტექსტის კარნახის ფუნქციით შემოიფარგლება. აბა გაიხსენეთ: პლანშეტზეც ჯერ კარნახის ფუნქცია ჩართეს, ხოლო შემდგომ — სრულფასოვანი ფუნქცია. ვირტუალური ასისტენტის გამოცდა 10.9-ის ადრეულ ანაწყობებზე მიმდინარეობს, გვატყობინებს 9to5Mac.
რუკების საქმე ცოტა უფრო რთულადაა. ამ ეტაპზე ამ სერვისის დამატება ჩაფიქრებულია მხოლოდ ფრეიმვორკის სახით — MapKit, რომელიც iOS-იდან პირდაპირ გადმოდის.
მოკლედ, დასრულებული სახით პროდუქტს სავარაუდოდ ზაფხულში ვიხილავთ და შევძლებთ მის შეფასებას ჯეროვნად.
წყარო: 9to5mac