თანამედროვე სამყაროში ინტელექტუალური საკუთრების ფასეულობა სულ მატულობს. მოწინავე ტექნოლოგიურიმა კორპორაციებმა იციან ინეტელქტუალური საკუთრების ფასი და მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაიხადონ, როგორც ეს Apple-მა გააკეთა.
მსხვილმა კანადურმა სატელეკომინიკაციო კომპანიამ, Nortel-მა განაცხადა კომპანიის ნაწილ-ნაწილ გაყიდვის შესახებ, მისი საპატენტო პულის მყიდველთა რაოდენობა საკამოდ დიდი აღმოჩნდა. მრავალი წლის განმავლობაში კანადელებმა საკმაოდ დიდი პორტფოლიოს დაგროვება შეძლეს უსადენო კავშირგაბმულობის, ტელეფონიისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. სწორედ ეს პატენტები გახდა აჟიოტაჟის საგანი.
ბრძოლაში ჩაერთვნენ Apple, Intel, Google, Ericsson, RIM, Microsoft, EMC და კიდევ სხვა მრავალი კომპანია. ბოლო ოთხმა გადაწყვიტა შეექმნა კონსორციუმი ამ პატენტების შეძენის მიზნით. მოგვიენებით ამ გაერთიანებაში Apple-იც შევიდა.
Google-ის შეთავაზება — 900 მილიონი დოლარი კონსორციუმმა გადაფარა 4.5 მილიარდი დოლარის შეთავაზებით, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა 6000 პატენტის ბედი.
Nortel-ის 1024 პატენტი Apple-ის საკუთრებაში გადავიდა და ისინი ძირითადად LTE-ტექნოლოგიას ეხება. თუ გავითვალიწინებთ, რომ ეს პატენტები კუპერტინოს კომპანიას Samsung-თან საბრძოლველად სჭირდება, მივხვდებით რომ წინ კიდევ ბევრი ცხელი დღე გველის.
წყარო: com