სიახლეები

Apple-ის 2012 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური შედეგები

223views

გამოქვეყნდა კომპანია Apple-ის 2012 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური შედეგები. ძირითადი მომხენებლები სატელეფონო კონფერენციაში კომპანიის მმართველი, ტიმ კუკი გახლდათ. მოდი ვნახოთ, როგორ დასრულდა ჩვენი საყვარელი კომპანიის მეოთხე კვარტალი.

ანგარიშგების მიხედვით, მეოთხე კვარტლის შემოსავალმა 36 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო სუფთა მოგებამ — 8.2 მილიარდი დოლარი, ანუ 8.67 დოლარი თითო აქციაზე. შევადაროთ გასული წლის ანალოგიურ შედეგებს: 28.3 მილიარდი დოლარი შემოსავალი, 6.6 მილიარდი დოლარი მოგება, 7.05 დოლარი აქციაზე. წლიური შემოსავლის 40% იქნა მიღებული მეოთხე კვარტალში, გასულ წელს 40.3%.

მოწყობილობების მიხედვით. Apple-მა ბოლო კვარტლის შედეგებით გაყიდა: iPhone — 26.9 მლნ. (58% ზრდა), iPad — 14 მლნ. (26% ზრდა), Mac-კომპიუტერები — 4.9 მლნ. (1% ზრდა, ცოტაა), iPod — 5.3 მლნ. (19% ვარდნა).

ახლა ვნახოთ დანარჩენი მონაცემები:

  • iPod-ის გაყიდვების ნახევარზ მეტი iPod touch-ზე მოდის;
  • iTunes Store-ის შემოსავალი — 2.1 მლრდ.;
  • iTunes 11-ის გამოსვლის თარიღი კვლავ უცნობია;
  • ამ მომენტში 9.1 მლნ. iPhone 5-ია წარმოებული,ეს ოდენობა მყიდველთან 1-1.5 თვეში მოხვდება;
  • იგივე მონაცემები iPad-ის მიხედვით — 3.4 მლნ.;
  • კვარტალში გაყიდულია 44 მლნ. iOS-მოწყობილობა;
  • iCloud-ის მომხმარებელთა რაოდენობა — 190 მლნ.;
  • რუკების შესახებ: „ჩვენ განვაგრძობთ რუკებზე მუშაობას შეუსვენებლად მანამ, სანამ ისინი საუკეთესო ხარისხის არ გახდება“;
  • კვარტლის განმავლობაში გაიხსნა 18 ახალი Apple Store. სულ 390 მაღაზიაა მსოფლიოს მაშტაბით;
  • მაღაზიიდან საშუალო შემოსავალი — 11.2 მლნ.;
  • კვარტალში მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც საცალო მაღაზიაში იყვნენ — 94 მლნ.;
  • თავისუფალი სახსრების ოდენობა ანგარიშებზე — 121.3 მილიარდი დოლარი;
  • წლის განმავლობაში გაყიდულია: 125 მილიონი iPhone, 58 მილიონი iPad, 18 მილიონი Mac;
  • კონფერენციაში პირველად მონაწილეობას იღებს Apple-ის ხაზინადარი გერი უილფერი;
  • კომპანია გეგმავს დაიწყოს iPhone-ის გაყიდვები 100 გვეყანაში (საქართველო ამ სიაში კვლვა არ არის);
  • ტიმ კუკი Microsoft Surface-ის შესახებ: „ჯერ არ მქონია შესაძლებლობა რომ რეალურად მენახა, მაგრამ რასაც ვკითხულობ ქსელში, მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ უცნაური პროდუქტია, ის აბნევს მომხმარებელს“;
  • AppleTV-ის გაყიდვები — 5 მილიონი, შარშან იყო 2.8 მილიონი. „ჩვენთვის ეს კვლავ ჰობია, მაგრამ საყვარელი ჰობი“;
  • ტიმი ჭორების შესახებ: „აგვისტოსა და სექტემბერში ძალიან ბევრი გაჟონვა მოხდა. მე ეს არ მინდოდა, მაგრამ ეს მაინც მოხდა“;
  • ახალი iMac-ების მოწოდება სერიოზულად იქნება შეზღუდული 2013 წლის პირველ კვარტლამდე;
  • ჩინეთი ახალ iPhone 5-ს დეკემბრის ბოლოს მიიღებს;
  • ჭორების შესახებ, თითქოს Samsung-მა შეწყვიტა მაკომპლექტებელი ნაწილების მოწოდება: „მომწოდებელთა ჯაჭვში ბოლო დროს დიდი ცვლილება არ მომხდარა. Samsung კვლავ გვაწვდის ნაწილებს“;
  • ძალიან საინტერესო მომენტი. ტიმს ჰკითხეს, თუ რატომ გამოვიდა 7 დუიმიანი iPad. „რაც შეეხება სტივ ჯობსის კომენტარებს 7 დუიმიანი ტაბლეტების შესახებ… ჩვენ არასოდეს გამოვუშვებთ 7 დუიმიან ტაბლეტს. ჩვენ არ ვთვლით ასეთ მოწყობილობებს წარმატებულად. საქმე იმაშია, რომ ჩვენ შევქმენით 7.9 დუიმიანი მოწყობილობა, თითქმის 8 დუიმიანი. და პიქსელების მიხედვით ის არ განსხვავდება iPad 2-ისაგან. iPad mini — ეს არ არის პროდუქტი-კომპრომისი, როგორც 7 დუიმიანი პლანშეტები. ის სულ სხვა ლიგაში თამაშობს“.

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response